,,დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ, ტვ პირველთან განაცხადა:
ივანიშვილმა დღევანდელი განცხადებით სცადა, ამომრჩეველთა მაქსიმალური მობილიზაცია მოეხდინა. მან სცადა, თითი დაექნია და ეთქვა, ჩემი ხმები მე მომეცით და გახარია ოპოზიციის ხმებს წაიღებსო. ეს მარტივი სქემაა, რომ გახარიამ ოპოზიციას ხმები გამოგლიჯოს და არა ბიძინა ივანიშვილს, რათა ოცნებამ 43%-იანი ბარიერი გადალახოს. არ გამოვრიცხავ, რომ ვადამდელი არჩევნების ჩატარება სურდეს ივანიშვილს, რადგან წინა არჩევნებმა ოპოზიცია ძალიან დაზარალა…
,,ოცნებას” უნდა, რომ ოპოზიციამ ნაკლები ხმები აიღოს, ამიტომ ყველას დისკრედიტაციას შეეცდება.
სამწუხაროდ, საქართველოში აღარ დამთავრდა ის ვითარება , რომ ყოფილი თანაგუნდელები ერთმანეთს მოღალატეებს და აგენტებს არ დაუძახებენ, ეს მაშინ დასრულდება, როცა ქვეყანაში კოალიციურიმ მთავრობა იქნება.
,,ქართული ოცნების” დამფუძნებელმა და ყოფილმა თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, დღეს წერილი გამოაქვეყნა, სადაც გიორგი გახარია სახელმწიფოს წინააღმდეგ ღალატში დაადანაშაულა. ივანიშვილმა განაცხადა, რომ გიორგი გახარია მისი პროექტი არ არის.
კომენტარები