პოლიტიკოსი, ლევან გოგიჩაიშვილი, “ტვ პირველთან” ამბობს:
“სოსო გოგაშვილთან არასოდეს მქონია მეგობრული ურთიერთობა, ის იმ მხარეს იყო, რომელთანაც არ მქონდა კარგი ურთიერთობა. გოგაშვილმა დიდი როლი შეასრულა იმ ფორმატისთის, რა ფორმატშიც ახლა არის დღეს პარტია და უსაფრთხოების სამსახური და დღეს ერთმანეთისგან არიან განუყოფელნი. უშიშროების სამსახური როდესაც შერწმულია პარტიაში და პირიქით, ამაზე უარესი არაფერი შეიძლება დაემართოს ქვეყანას.
უსაფრთხოების სამსახური, პროკურატურა და სასამართლო არც ერთი პრემიერის დაქვემდებარებაში არ ყოფილა. პირველი მოადგილე, თან აქტიური მოადგილე, ის ეფექტური იყო, ამბიციური. მას ევალებოდა ნებისმიერ პოლიტიკურ ადამიანზე კომპრომატების მოგროვება, ამის დაარქივება. ივანიშვილისგან იღებდა დავალებას, რა თქმა უნდა. ივანიშვილთან ხდებოდა მერე მთავარი ამბის მიტანა. მას ჰქონდა ამის ლეგიტიმაცია.
მისი საკურატურო რა იყო, ესაა საინტერესო – ანტიკორუფციული, სოდი, პოლიტიკური უშიშროება. მათი ინფორმაცია იყო განუსაზღვრელი. მათი შანტაჟის მთავარი იარაღი იყო მოსმენა, პირადი თვალთვალი და მერე შენახვა ამ ხალხის. დღეს რაზეც დგას ქართული ოცნება – რუსეთის მიკრომოდელია – ყველამ კარგად იცის ვინ რამდენს შოულობს, სად შოულობს და რამდენს შოულობს. ამის შესახებ არის მასალები და როგორც ჩანს, ეს მასალები არის გოგაშვილის ხელში და ამიტომ ნერვიულობენ.
პირდაპირ გეტყვით, არასდროს მეგონა, რომ გოგაშვილი ამდენს გაბედავდა და დაუპირისპირდებოდა სისტემას. გოგაშვილი ქართული ოცნებისთვის, ერთად აქვს ეს ყველაფერი ნაკეთები, მარტო არასოდეს ყოფილა, მას ჰქონდა ამის გაკეთების ლეგიტიმაცია, ის სწორად იქცევა, რადგან ამხელს სისტემას.
დღეს ვინც ერთმანეთს ასწრებს მის ლანძღვას, მისი ლაქიები იყვნენ…
მე და გოგაშვილს არ გვქონია კარგი ურთიერთობა, არც კი ვესალმებოდი ხოლმე, მაგრამ დღეს რასაც გოგაშვილი აკეთებს, იგი ამზადებს ქართული ოცნების საბრალდებო დასკვნას.
ყველაზე სამარცხვინო კამპანია, აი, შენ წერილების წერა დაიწყე? ვითომ კრიმინალური… ეს არის კლასიკური საბჭოთა კაგებეს მეთოდები.”
კომენტარები