პოლიტიკოსი, მურმან დუმბაძე, “ტვ პირველთან” ამბობს:
“ერთი მნიშვნელოვანი შტრიხი უნდა მოვყვე ბიძინა ივანიშვილის ცხოვრებიდან და მიხვდებით…
როცა 2012 წლის ოქტომბრამდე შეტევა გვქონდა მიტანილი ნაციონალურ მოძრაობაზე და მიხეილ სააკაშვილზე და ვამბობდით, რომ ხელისუფლება უნდა დამარცხდეს და ახალი ხელისფლება უნდა მოვიდეს, ივანიშვილს ვარწმუნებდით, რომ მას ჟურნალისტებთან არავითარ შემთხვევაში არ უნდა ეთქვა სიტყვა – თუ – თუ ვერ გავიმარჯვეთ, თუ დავმარცხდით და ა.შ.
ერთ-ერთი ჟურნალისტი ჩააცივდა, თუ ვერ მოიგეთ, მერე რა ხდება? და ბიძინამ უპასუხა, რომც ვერ მოვიგოთ არჩევნები, მე ვარ დარწმუნებული, რომ 40 პროცენტზე ნაკლები არ გვექნება ხმა, ანუ 40 პროცენტს მაინც ავიღებთო. მეორე დღეს მივვარდით და ვუთხარით, რატომ თქვი, რომ 40 პროცენტს მივიღებთ, ეს ხომ ნიშნავს რომ 60 პროცენტი მიხეილ სააკაშვილს დავუთმეთ?
და ასეთი სიტყვა მითხრა – თქვენ მომიტანეთ მე 40 პროცენტი და იმ 11 პროცენტს მე პარლამენტშივე ვიყიდი – საქართველოს მოქალაქეს ის უყურებს, როგორც საქონელს.
მაშინ მე ამას არ ვიტყოდი, რადგან მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება იყო დასასრულებელი, მე არ მიმაქვს სიტყვები უკან. ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, უნდა შეიცვალოს ხშირ-ხშირად.”
კომენტარები