„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ბოკერიას პარტია საბოტაჟითაა დაკავებული.
„ვწუხვარ, რომ ყველა ნიშანი გვაქვს იმისა, რომ ბატონი ელისაშვილი მიზეზს ეძებს, შევიდეს პარლამენტში. ასე გამოიყურება ეს. ჩვენ მისთვის არაფერი დაგავიბრალებია, მოიტყუა, თითქოს რამე დავაბრალეთ. თუ ის რამე კოსმეტიკური საბაბით შევა პარლამენტში, მისი პოლიტიკური კარიერის დასასრული იქნება. ჩემი აზრით, სასურველი იყო ეს არ მომხდარიყო, მაგრამ ისეთი სამარცხვინო ფორმით მოხდება ეს, თუ მოხდება, კი არ მოუხსნის ივანიშვილს პარლამენტს ერთპარტიულობის პრობლემას, პირიქით, ხაზს გაუსვამს მას“
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა დღეს განაცხადა:
„ახლა გვაქვს შესაძლებლობა, მოლაპარაკებიდან გამოვიტანოთ საქართველოს მომავალი, გაწიკწიკებული საარჩევნო წესები. თუ ეს დოკუმენტები და გარანტია მეჭირება ხელში, შევალ პარლამენტში“, – განაცხადა ელისაშვილმა.
კომენტარები