სამოქალაქო აქტივისტი ქუთაისიდან – აკაკი საღინაძე, რუსთაველზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართავს და ამბობს:
“პატარა ისტორია მინდა მოგიყვეთ. წლების მანძილზე ქუთაისში ერთი მოხუცი კაცი მოდიოდა ჩვენთან ერთად, ის არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. ბევრს ჰქონდა შეკითხვა, რატომ დადის ეს კაცი აქ, ნეტა სად ხედავს თავის როლს? ორი დღის წინ, როცა თბილისიდან ქუთაისში ჩამოვიდნენ სტუმრები, რომ გაგვევრცელებინა ეს არაჩვეულებრივი წერილები, საინფორმაციო ფურცლები, ბოლო მომენტში, როცა ორი აგრესიული, დაქირავებული, უსამართლო ორკი, ახალგაზრდებთან მოვიდა და ხმას აუმაღლა, ის წამი იყო, რომ შეიძლება ჩვენთვის ხელი დაერტყა, ეს მოხუცი კაცი ჩვენ შორის ჩადგა და მე შევხედე ერთს – ყოფილი პოლიციელი, რომელიც ჩვენკენ გამოწევას აპირებდა – გატყდა, ვერ დაგვარტყა ხელი… დიდ წინააღმდეგობაში ყველა ჩვენგანს გვაქს რაღაცა ადგილი. დღეს სწორედ იმ ადგილზე დგახართ, სადაც უნდა იყოთ.”
კომენტარები