დეპუტატი, თაკო ჩარკვიანი:
დიახ, იმ ცხრა წლის დროს ანუ ყოფილი ხელისუფლების დროს 4 თვე იყო ქუჩაში გაშლილი კარვები და “ლეიბები”, ოღონდ ეს “მოპოეტო”თალაკვაძემ არ იცის, რადგან მაშინ ნაც მოძრაობას იყო აკრული, არც ეროვნულ მოძრაობას უთაკილია (კოსტავა გამსახურდიას და სხვებს ნოემბრის შიმშილობა იყო თუ 9 აპრილი) კარვები, საბნები და ლეიბები (ნუ ეგ რომ არ ემახსოვრება და ეცოდინება თალაკვაძეს ზუსტად ვიცი) არც ვარშავის დრამატულ თეატრთან რომ დაყარეს პატრიოტებმა ფერად-ფერადი ლეიბები ქვეყანას სახელმწიფოს რომ დასჭირდა არ უთაკილიათ……11 წელია რუსეთზე მომუშავე ხელისუფლება გვყავს და თალაკვაძის “ლექსებს და “ბიძინას სკაზკებს -ზღაპრებს ” ვისმენთ პოეზიის სავანეში -საქართველოში და ოპოზიციაში კი “ფსევდო მელიას” და “მოოლიგარქო ტიპების” ღლიცინს ვუნდებით და ვიღაცის ახალ ფეიკს ველოდებით, რაღაც მოგონილი ჯერ ვერ შექმნილი იმიჯით.ეს -2007-10 წლებში სახალხო დამცველის მრჩეველი (ბოკერიას პოლიტ ფანი იმ წლებში) არჩილ -(ალუჩა)თალაკვაძე სანამ (დიდი ფორმის) პოემას არ მოგვასმენინებს იძულებით სრულიად საქართველოს მანამდე არ გამოხვალთ ქუჩაში ?????“ალუჩას სოფლად რა ხანია შვილი გაუჩნდა” ( ავტორი თალაკვაძე იხ .კრებული «ლირიკული ლარნაკი”) ჰოდა “რა ხანიაო” და ჩვენთან არ მოვიდა დრო ამათი “სახლში” გაშვების?!
ცნობისთვის, ქართული ოცნების დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თამარ ჩარკვიანს უპასუხა, რომ “კარვების კანონში” ლეიბებთან დაკავშირებით შეზღუდვები არ იგეგმება.”მინდა თამარ ჩარკვიანი დავამშვიდო. ქალბატონო თამარ, თქვენ რაც დააანონსეთ, ეს იყო ლეიბების რევოლუცია და მინდა დაგამშვიდოთ, რომ ამ კანონში ლეიბებთან დაკავშირებით არავითარი შეზღუდვები არ არის დაგეგმილი”. – თქვა თალაკვაძემ.
კომენტარები