პოლიტიკოსი, ეკა ბესელია, მთავარ არხთან, აშშ–ის მიერ მოსამართლეთა დასანქცირებაზე საუბრისას, ქართული ოცნებას პასუხობს და ამბობს, რომ მტკიცებულება საკმარისზე მეტიც კია:
მტკიცებულება რა არის იცით? მათიკაშვილი რომ დეპუტატი გახდა და მისი მეუღლე მოსამართლედ აირჩიეს, როდესაც ერთი მოსამართლე ინიშნება და მისი ცოლი მეორე ინსტანციაში ინიშნება… სიდედრი, სიმამრი, ცოლისძმა – ოჯახურ კორპორაციად რომ გადაქციეს სასამართლო… ეს მტკიცებულებები თავად შექმნეს. კიდევ უფრო შორს თუ მივდივართ, მეტი მტკიცებულება დევს და იმდენად ხელშესახებია.. კორუფციული სქემა არ არის მხოლოდ ფულის გადაცემა, ნახონ კარგად განმარტება… პირდაპირი კორუფციული სქემაა, როდესაც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ხდები და შენ ცოლს, რომელსაც 5–ჯერ უარს ეუბნებიან, მეექვსედ დანიშნავენ და მერე უვადოდ გადაიყვანენ, ეს არის კორუფცია და ასეთი არის უამრავი.
მოსამართლე ალავიძე თავად ყვებოდა რუსთავი2–თან დაკავშირებულ ზეწოლაზე, ეს ხომ მტკიცებულებაა? უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე რომ აიძულეს და გადადგა ეს მტკიცებულება არ არის? გოგაშვილის ჩვენებები მტკიცებლება არ არის? მოსამართლეებზე როცა საუბრობდა, რომ მის სახლში იღებდნენ თანხას, იმ რაღაცა მიწებზე კახეთში, ეს გოგაშვილი ვიღაცა იყო? უსაფრთხოების სამსახურს მართავდა? ეს მტკიცებულებები არ არის? აბა, მეტი რა უნდა იყოს კორუფციული სქემები. რამხელა სკანდალია, როცა დაიდო სქემა, როგორ მოხდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე როგორ აიძულეს წასულიყო და ხალხს უკვირს აქ სანქციები?
შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ “ქართული ოცნების” წევრის, დავით მათიკაშვილის ცოლი ნინო მამულაშვილი, 2020 წელს საქალაქო სასამართლოში უვადო მოსამართლედ დანიშნა.
კომენტარები