თადარიგის პოლკოვნიკი, აკია ბარბაქაძე:
“აშშ-ს მიერ ფარცხალაძის დასანქცირების საფუძველი, არის არა მხოლოდ რუსულ ФСБ-სთან მისი თანამშრომლობა, არამედ რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს საზოგადოებაზე და პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა. ამასთანავე ის მოხსენიებულია, როგორც ქართველი ოლიგარქი. აშშ-ს მხრიდან საკითხი სიღრმისეულად არის შესწავლილი, ამის დასტურია ფარცხალაძის კურატორად ონიშჩენკოს დასახელება და მაგალითად ამ პირის მიერ კონკრეტული დახმარების გაწევის ეპიზოდის ასახვა სანქცირების გარემოებაში.
აშშ-ის მიერ, ფარცხალაძის ოლიგარქად მოხსენიება ნიშნავს, რომ აშშ-ის შესაბამის სამსახურებს აქვთ უტყუარი ინფორმაცია, ფარცხალაძის გავლენაზე ქართულ საინფორმაციო საშუალებებზე და ქართველ პოლიტიკოსებზე.
ამ ჭრილში წინა პლანზე გამოდის არა მხოლოდ ფარცხალაძის, როგორც ყოფილი მაღალჩინოსნის რუსეთის ფსბ-სთან თანამშრომლობის დანაშაულებრივი საქმიანობა, არამედ ის, რომ აშშ-ს მიაჩნია, რომ მას იყენებენ ქართულ პოლიტიკაზე და საზოგადოების განწყობაზე ზემოქმედებისათვის. რაც ნიშნავს, რომ ფარცხალაძე ამ საქმიანობას დღემდე ეწევა და ეს საქმიანობა თავისი შინაარსით და მაშტაბით მნიშვნელოვან საფრთხეს შეიცავს. ამიტომ აუცილებლად დასადგენია იმ პოლიტიკოსების და არა მხოლოდ პოლიტიკოსების წრე, ვისი საშუალებითაც, ფარცხალაძე ამ დანაშაულებრივ საქმიანობას ახორციელებს. ასევე საინტერესოა ფარცხალაძის კავშირი საინფორმაციო სივრცეში ორგანიზებულად მოქმედ ტროლ-ბოტების ჯგუფებთან. შესასწავლია ფარცხალაძის როლი, ქართული ოცნების კოლაბორაციონისტურად განწყობილ ჯგუფის საქმიანობაში.
სახელმწიფო სტრუქტურების პოლიტიზების მაღალი დონის მიუხედავად, გვინდა მოვუწოდოთ შესაბამის თანამდებობის პირებს, რომ ყველაფერი გააკეთონ ამ საკითხის სიღრმისეულად შესასწავლად და გამოსაძიებლად, მიუხედავად იმ სიძნელეებისა, რასაც ქართული ოცნება შეუქმნის მათ.
პოლიტიკური პარტია „რუსთაველის გზის“ საინიციატივო ჯგუფი.”
კომენტარები