პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე, შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება და წერს:
ჯერ ერთი, გილოცავთ ილიას საოცნებო საქართველოში გაღვიძებას.
მეორეც, გულწრფელად მინდა გკითხოთ, ბრაზის გარეშე, მართლა მაინტერესებს – ამის თქმის უფლებას რომ აძლევს ხელისუფალი საკუთარ თავს დღევანდელ საქართველოში, ეს ნორმალურად გეჩვენებათ? ან დაცინვა და მასხრად აგდება არ გგონიათ?
ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, განაცხადა:
“დღევანდელი აწმყო არის სწორედ ის მომავალი, რომელზეც ოცნებობდა ილია – ილიას საქართველო ვართ აქ, ჩვენ ვართ მისი გზის გამგრძელებლები და ივერია იბრწყინებს ჩვენი ყველას ხელი.”
კომენტარები