იტალიაში ახალი კორონავირუსით, COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი ყოველ დღე მკვეთრად იზრდება. გარდაცვლილთა რაოდენობის მიხედვით, ქვეყანამ უკვე ჩინეთს გაასწრო ბოლო ინფორმაციით, კორონავირუსით 41 035 ადამიანი დაინფიცირდა, 3405 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 4440 გამოჯანმრთელდა.
რთული ვითარებაა მთელ ქვეყანაში, განსაკუთრებით კი, ბერგამოში, სადაც გარდაცვლილთა დაკრძალვასა და კრემაციაზე რიგებია. დამკრძალავი ბიუროები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.
ადამიანები სიის მიხედვით ელოდებიან, როდის მოვა მათი მიცვალებულის დაკრძალვისა და კრემაციის რიგი. Washington Post-ის ცნობით, გადავსებულია საავადმყოფოებისა და სასაფლაოების მორგები.
იტალიაში მკაცრი შეზღუდვებია დაწესებული. იკრძალება 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება, ამიტომაც დაკრძალვის ცერემონიას მხოლოდ მღვდელი და რამდენიმე ნათესავი ესწრება. საფლავები დახურულია და უკვე დაკრძალული ადამიანის საფლავზე მისვლის უფლება ახლობლებს არ აქვთ.
ნათესავებს გარდაცვლილის ცხედრის ნახვის უფლებაც არ აქვთ, რადგანაც, შესაძლოა, ის საფრთხეს წარმოადგენდეს ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით. საფრთხის თავიდან აცილების მიზნით კი, მათ გარდაცვლილის ცხედრის ნახვა და მასთან გამომშვიდობება ეკრძალებათ.
წყარო – ამბები
კომენტარები