ბლოგერი, ლევან ყურაშვილი:
ორი დღე დარჩა
ქოცები ახლა არიან შემოდგომის ბუზებივით, სუსხს რომ იგრძნობენ და იკბინებიან.ეს ორი დღე, ცალი ფეხით რომ მოგვიწიოს დაკიდება, მაინც გავძლებთ.ორ დღეში მორჩება 12 წლიანი დიდი ქოციანობა და ყველა ის მარაზმი, რაც ორღობის ავტორიტარიზმმა მოიტანა ამ ქვეყანაში.ვისაც ფიზიკურად შეუძლია, ყველა თუ მივა არჩევნებზე, თეორიული შანსიც კი არ ექნებათ ხელისუფლების შენარჩუნების.არჩევნები არის რიცხვები და მარტივი არითმეტიკა.ნებისმიერ ასეთ ხელისუფლებას აქვს რესურსი, კონკრეტული საზღვრული ხმების რაოდენობა, რომელსაც სულ რომ ჭინთვით გასკდეს, ვერ გადაახტება.ამიტომ, რაც მეტი მივა არჩევნებზე, მით ნაკლებ პროცენტს მიიღებს ივანიშვილი.26 ოქტომბერს რეჟიმი იქნება ყველაზე სუსტი. ამ ქვეყნის ყველაზე ღარიბი, მიტოვებული და უუფლებო მოქალაქისა და ივანიშვილის სიტყვას ექნება ერთი წონა, ერთი ფასი. მხოლოდ ამ ერთი დღით მოხდება ეს.ეს უნდა გააცნობიეროს ყველამ ძალიან კარგად.მართლა ბოლო შანსია. ახლა რომ გადარჩნენ, მერე ჩვენ გვექნება საქმე გადასარჩენად.
და თუ ამ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება, ყველაზე მარტივი გადაწყვეტილებაა მისაღები – არჩევნებზე მისვლა და ამათი გაყრა.
კომენტარები