ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი ფოტოს აქვეყნებს და წერს:
,,ეს ორი კაცი ერთმანეთს ისეთმა ტრაგედიამ დააკავშირა, რომ ამიერიდან მთელი ცხოვრება მხარდამხარ ივლის და ერთმანეთს გააძლიერებს! ❤️
ასეთი რამ ადამიანის ცხოვრებაში იშვიათად ხდება ან, შეიძლება, საერთოდ არც მოხდეს, მაგრამ თუ განგებით მაინც ასე გადაწყდა, – ეს გამოცდაა! ადამიანობის, კაცობის გამოცდა!
თქვენ გაიმარჯვებთ, კაცებო!
უპირველესად კი ამ დიდ ტკივილს უნდა მოერიოთ!
“ეს არ იყო გმირობა; რაც შევძელი, გავაკეთე; მეტი არაფერი. სამი შვილის მამა ვარ და იმ წუთებში მხოლოდ ბავშვების გადარჩენაზე ვფიქრობდი. ბედნიერი ვიქნებოდი, გოგონაც რომ ცოცხალი იყოს. ამ დღის გახსენებაზე სულ ვტირი.”
დევი მეზურნიშვილი
“მთელი ცხოვრება მადლობელი ვიქნები თქვენი.”
კახი კალაძე
შეგახსნებთ, კახა კალაძე დღეს დევი მეზურნიშვილს შეხვდა.
კომენტარები