ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე:
საქმე ეგრე კი არ დგას, რომ ძალიან მცირე პროცენტის გარდა ვინმე ისე სულელია, ვროპას და რუსეთს შორის არჩევანი ვერ გაუკეთებია, ან იმას ვერ ხვდება, რომ თუ დასავლეთისკენ არ ვივლით რუსეთის ხახაში აღმოვჩნდებით?
საქმე ეგრე დგას, რომ ზოგს სჯერა, მთავრობა “ბლატაობით” მიდის ევროპისკენო, დაუღეჭავად ყლაპავს პროპაგანდას, ინფორმაციას ვერ აჯამებს და რაღაც რომ წესრიგში არაა, ვერ აანალიზებს, თორემ თვითონ მოსთხოვდა მთავრობას, რიტორიკა გაასწორე და საგარეოდ მოიქეციო. დიპლომატიური ენა რომ ძალადქუჩურისგან განსხვავდება, ჯერ არც ეს იცის ამ კატეგორიამ.
კიდევ ერთ ნაწილს, რადგან ოპოზიცია დიდად ვერ ხასხასებს, ეს ევროპის ბრალი ჰგონია და ფიქრობს, აი ეგ ოპოპარტიელი თუა “პრო-ევროპელი”, ევროპა ის არ ყოფილა, რაც მეგონაო.
ევროპას რომ ინსტიტუციური პროგრესის ნახვა უნდა ჩვენთან და ცალკეული ფიგურების მხარდამჭერი არაა, ერთპარტიულობის ნაცვლად აზრთა სხვადასხვაობას და ჯანსაღ პოლიტიკურ კონკურენციას რომ ემხრობა, არც ეს იცის ჯერ.
ხოდა ეს ორი რამაა პრობლემური და არა ის, რომ ვინმემ ზაპოროჟეცი პორშესგან ვერ განასხვავა.
კომენტარები