სამოქალაქო აქტივისტი, ნატა ფერაძე, ავრცელებს ვიდეოებს და წერს:
ეს 2 ვიდეო სამებიდან წარადგინეს სასამართლოში, თუ როგორ ვისვრი კვერცხებს.
კი, მივედი და ვისროლე, არ უარვყოფ.ახლა კი ერთადერთი მოწმის, “მამა ანდრიას” უუუტიფარ ტყუილებზე:საერთოდ არ მიყვირია. არც სროლამდე, არც გასვლისას. ჩუმად მივედი, 3 კვერცხი მედო ჯიბეში, 3 ვე ვისროლე და ჩემით გამოვიწიე (და არა გეწაძემ გამწია). ერთადერთი, ხმა ამოვიღე, ვიღაც გოგომ რო თავი წაიქცია – ეეს რა ქენი, სიწმინდეაოოოო!! მეთქი სიწმინდე კი არაა, სტალინი ტირანიათქო, ჩამიხოცა წინაპრები – ჩვეულებრივ ხმაზე ვუთხარი, ყვირილის გარეშე. და მერე ცოტახანი რატომღაც ვიდექი და მერე წყნარი და ჩუმი ტაატით წავედი, სულ ველოდი გრძელ კიბეზე – აი ეხლა დამაცხრებიანთქო. მერე ვიფიქრე, ჭიშკრიდან არ გამიშვებენთქო და ძაან გაკვირვებული დავრჩი, ზედ რომ არ შემომხედეს.1 სქრინი იმ მამაოს ფბდანაა, სადაც საყვედურობენ, რატომ არ გამაჩერეს. “კი არ ყვიროდაო”.რატომ მოიგონეს ყვირილი? მუხლს ამძიმებს.და ერთი ნიუანსიც მნიშვნელოვანია აქ, “მოსამარრთლე” ნინო შერბაკოვას დასაბუთებაში, თუ რატომ შემიფარდა სასჯელი – “… ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათის, სამართალდამრღვევის პიროვნების(!!!)…… გათვალისწინებით”და ასე “პიროვნების გათვალისწინებით გამოიტანა განაჩენი.
პ. ს. ტაძარში ჩემს ჩაცმულობაზე იზრუნა მეორადში ნაყიდმა ინდურმა პარეომ
კომენტარები