პოლიტიკოსი, გიგი უგულავა:
“ნამდვილ საერთაშორისო სირცხვილად ჩამოყალიბდა საქართველოს მთავრობა. ფლიდობა, ორპირობა, ტყუილი, უტიფრობა – ყველა უმსგავსობა გაართიანეს. ხომ გადაავსეს ქვეყანა რუსებით, მაგრამ აი ანტიპუტინისტ ჟურნალისტს არ უშვებენ, აეროპორტიდან აბრუნებენ. იმ აეროპორტიდან სადაც დიდად გვიწერია Be brave like Ukraine – იყავი მამაცი როგორც უკრაინა.
ვიღაცას ჰგონია, რომ ეს პრაგმატული გაქნილობა გადაგვარჩენს. სიბრიყვეა ეგ. აი ეს ორპირობა დაგვღუპავს ყველას ქოცსაც და არაქოცსაც -მთელს ქვეყანას. წარმოუდგენელია-როგორ დაამსგავსა ივანიშვილმა ქვეყანა თავის თავს. ალბათ, ჯერ თავმოყვარეობის დაბრუნებით უნდა დავიწყოთ, რომელიც სადღაც მტკვარს გავაყოლეთ და მერე ქვეყანასაც დავიბრუნებთ.”
კომენტარები