მარიტა გუტაშვილი, ავრცელებს ვიდეოს და წერს:
მასწავლებელი
ადამიანი ვინც ცხოვრებას გაცნობს, გასწავლის და თვალსაწიერს გიფართოვებს განვითარების გზაზე…
პატივი მერგო მყოლოდა სასწაულად კარგი მასწავლებლები, ვინც გამზარდა ადამიანად. მადლობა მათ, ჩემი და-ძმაც მათ აღმიზარდეს სასწაულ ადამიანებად. სიმონ სხირტლაძის სახელობის ონის საჯარო სკოლა
ეს პატივი არ ვიკმარე და მე თვითონაც გავხდი მასწავლებელი. მყავდა ქართველი აღსაზრდელები(ვასწავლიდი ჩინურს და ინგლისურს), ჩინელი ( ვასწავლიდი ინგლისურს) და კიდევ ამერიკელი მოსწავლეები(ვასწავლი ჩინურს) . სასწაულია პატარებთან ურთიერთობა. საკუთარ თავზე იმდენს გასწავლიან , მთელი ცხოვრება თავად რომ ვერ გამოარკვევ. ჩემთვის არაჩვეულებრივად მიმზიდველი პროფესიაა და იმედი მაქვს ისევ მექნება შანსი გავაგრძელო ამ პროფესიაში განვითარება. მსგავსი პასუხისმგებლობა ავიღე იმიტომ, რომ მინდოდა ძალიან ბევრის თვალებში სხვანაირი მზე ამენთო (კვალიფიკაციაც შესაბამისი მაქვს ).
ძალიან დიდი ნდობა გამომიცხადა სოფ. გლოლის საჯარო სკოლამ, მაშინ როცა თხოვნით მივმართე, რომ სკოლის აღსაზრდელებს დამატებით გაკვეთილს ჩავუტარებდი ინგლისურში( რა თქმა უნდა, უსასყიდლოდ, სანამ ვინმე იფიქრებს რომ ვფულაობდი , აქვე ავღნიშნავ) . გაკვეთილები ტარდებოდა ონლაინ სივრცეში. ეკრანიდანაც კი ჩანდა ბავშვების ბრჭყვიალა თვალები.
ამ კადრში დაინახავთ ლუკა დუდაშვილს, ჩემს ერთ-ერთ ანგელოზს შოვიდან, ვინც ასევე გვერთვებოდა დიდი სიხარულით. ცოტათი დიდი იყო ყველა ბავშვი მასზე, და ცდილობდა სერიოზული სახით, დიდი ბიჭივით დამჯდარიყო ხოლმე გაკვეთილზე. ყველა დავალებას აკეთებდა რომ არ შერცხვენილიყო. მისი მოცეკვავე ხელები კი მაინც იმას ამბობდა, რომ პატარა, ტკბილი გული უცემდა მკერდში. უხაროდა ყველას, ლუკას განსაკუთრებით … აქ მარტო ინგლისურს არა, სიყვარულა და სიკეთის უანგარო კეთების მნიშვნელობას ვსწავლობდით. უნდა გავზრდილიყავით ერთად. ასე არა…
ჩემს ყველა აღსაზრდელს ვუსურვებ ბედნიერ, ნათელ და მშვიდ მომავალს. მინდა ბრჭყვიალა თვალებით უყუროთ სამყაროს ძააალიან დიდხანს.
გილოცავთ მასწავლებლის დღეს, საქართველოსთვის სასახელო შვილები აღგეზარდოთ ყველას.
კომენტარები