,,სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე, “ტვ პირველთან” გიგა ბოკერიას შარლ მიშელის დოკუმენტზე არასწორი შეხედულების გამო აკრიტიკებს. გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, რომ მცდარია ,,ევროპული საქართველოს” თავმჯდომარის აზრი, რომ მიშელის დოკუმენტი ცუდია.
ბოკერიას რასაც ვუწუნებ: დღემდე მისი ძალა ამტკიცებს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი ცუდია და მეტის მიღწევა შეიძლებოდა, ეს არის ფარსი და ტყუილი. ეს მანაც იცის, ყველამ იცის. გავიგე, ეს პოზიცია აქვს. ეს საკითხი არის გაუთავებელი დისკუსია.
,,სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის განცხადებას გიგა ბოკერია გამოეხმაურა “ტვ პირველთან” და თქვა:
ევროპაში დღეს ვისაც შევხვდით, ჩვენს პარტნიორებს, არავის უთქვამს, რატომ არ მოაწერეთ ხელი მიშელის დოკუმენტსო, შესაძლებელია, აწი ვისაც შევხვდებით, იმას ჰქონდეს განსხვავებული აზრი. მაგრამ ვაშაძის გარდა არ შემხვედრია ადამიანი, ვისაც ეს დოკუმენტი მოსწონს.
მიშელის დოკუმენტი ისე გაფორმდა, რომ ,,ოცნებამ” ჩათვალა, რომ თავისი გაიტანა. თავს ხომ არ მოვიტყუებთ, ეს არის სახიფათო ჩვენი დემოკრატიისთვის, რადგან სადაც წარმატებას ადგილი არა აქვს, იქ მოქალაქეების და საკუთარი თავის მოტყუებაა, რომ ისტორიული რაღაც გაკეთდა, რასაც ბატონი ვაშაძე და ელისაშვილი იძახიან.
კომენტარები