ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი:
„კაცო, ეს ფონიჭალა რა მაშინ გახსენდებათ სამართალდამცავებს, როცა ვინმეს დისკრედიტირება გინდათ? ამ “ფონიჭალის ნარკოკარტელის” მოვლა თქვენი საქმე არ არის? რატომ ფუნქციონირებს, თუ ისევ თქვენ არ აფარებთ ხელს? რავი, ეს საცოდავი ბიჭი მანდ თუ წამალზე იყო, რისი დამტკიცებაც გინდათ ამ ფილმებით, იქ წამალი აიღო, ვერ დააკავეთ მყიდველიან გამყიდველიანა? რა ფილმებს იღებდით? თუ სწორედ ამ “ფილმის” გადასაღებად მილალეს იქ ეს ბიჭი? ლექსოს ის მეგობარი ვინ არის ვისი სკუტერიტაც მოძრაობდა? მაგრამ მთავარი იცით რა არის? ვთქვათ ნარკოტიკი შეიძინა, მერე? ამით რამე იცვლება? ვერ ხვდებით რომ 5 ივლისის დანაშაულის გადაფარვა არ გამოგივათ? თან უარესს ეჭვს აჩენთ, რომ ეს ყველაფერი სპეციალურად დაიდგა, იმისთვის რომ ეს გეჩვენებინათ საზოგადოებისთვის და მოგეხდინათ მისი დისკრედიტაცია, თორემ ეს მიზანი რომ არ ყოფილიყო ხომ დააპატიმრებდით ნარკოდილერიან მყიდველიანა? როგორ ვერც ერთი ხელისუფლება ვერ სწავლობს ჭკუას? ასე ნაჯახით მუშაობა ისევ თქვენ თავს და ხელისუფლებას რომ აზიზღებს ამ საზოგადოებას, უსამართლობის გრძნობა რომ კიდევ უფრო მძაფრდება ნუთუ რთული მისახვედრია?“
კომენტარები