ბათუმში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება არქიტექტორი ირაკლი ჟვანია:
,,ბათუმში მომხდარზე სიტყვები არ მაქვს…
აი ეს ფოტო ზუსტად ორი კვირის წინ გადავიღე ბათუმში. ეს ქალაქის ცენტრია, ძველი ბათუმის ეზო. საცხოვრებელი სახლის მიწისქვეშა ავტოსადგომი უნდა ყოფილიყო და წყლით აივსო. ამ ეზოში ხალხი ცხოვრობს, ბავშვებიც იქნებიან და ამ პირდაპირი გაგებით სიკვდილის ხახას ჯებირიც არ აქვს…
აი ასე ვაშენებთ და ვანვითარებთ გველეშაპ ქალაქებს, რომლებსაც მსხვერპლად უკვე ბავშვებს ვწირავთ.“
კომენტარები