პრეზიდენტის ძმის, ოთარ ზურაბიშვილის განცხადებას სააკაშვილის შესახებ, ეხმაურება „ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა:
„ეს პრეზიდენტის ძმა ჩვენს პოლიტიკაში ახალი ფენომენია. არ ვიცი, ეტყობა, ქალბატონი სალომე იქით მოგზაურობს და ეტყობა, ძმა აქეთ გამოუშვა, როქი გააკეთეს ეტყობა თუ რა და ახლა აქ ალაპარაკებს, ტელევიზიებში დასვა.
ჯერ ერთი, რა მისი საქმეა, მეორე, ყველამ კარგად გაიგოს, ძმამაც და დამაც, რომ როგორც კი სააკაშვილის შეწყალება მოხდება, ეს ნიშნავს, რომ ისინი იქნებიან თანაზიარნი იმ ძალადობის, რეკეტის, ახალგაზრდების ჩაცხრილვის, რასაც ადგილი ჰქონდა ქვეყანაში. ამის თანაზიარნი იქნებიან ისინი, ვინც ხელს მოაწერს პატიმარ სააკაშვილის შეწყალებას.
მე არ ვურჩევ, რადგან მერე ჩვენ ხალხს ვერ გავაჩერებთ. მათი მმართველობის დროს საზოგადოებამ ტრაგედიები გადაიტანა და შენ კონსტრუქციულად აუხსნა, რომ „იცი რა, მოდით, იქნებ მშვიდად ვიყოთ“, ჩვენ ამის უნარი არ შეგვწევს და ამ ტალღას ვერ გავაჩერებთ. ამიტომ, მე ვურჩევ, კარგად დაფიქრდნენ, ძმაც, დაც და ნათესავს ნუ ალაპარაკებს. „არა და არასდროს“, კეთილი ინებოს და ამ სიტყვების ერთგულად დარჩეს, პრინციპულობა ერთხელ მაინც გამოიჩინოს.
იმ მავნებლობას, რასაც აკეთებს, უკვე შევეჩვიეთ. ხან ქვეყნის წინააღმდეგ მავნებლობს და ამიტომ შევუზღუდეთ [ვიზიტები] გამოვიდა და თქვა, ფსევდორეფორმებია, არ იმსახურებს ხელისუფლებაო, ამას ამბობს, სახელმწიფოს მეთაური. მავნებლობდა, საპასუხოდ აგერ ევროკომისიამ თქვა, რომ პოზიტიური ნაბიჯებით ხელისუფლებამ შეასრულა და იმსახურებს.
სამწუხაროდ, ეს შეცდომა დავუშვით, რომ ქართველ ხალხს მოვუწოდეთ, ქალბატონი სალომესთვის ხმა მიეცა“, – არ გვეგონა“
“ჰუმანურობა მოითხოვს! ეს სასწრაფოა! ეს აუცილებელია!” – რას წერს პრეზიდენტის ძმა
კომენტარები