ადვოკატი, გიორგი მშვენიერაძე:
“ქუთაისში, რამდენიმე თვე იქნება, რუსთაველის გამზირის ნახევარზე, ძველ, ბრონზისფერ რკინის ბოძებს ეს შავი ლამპიონები მიამაგრეს. უკვე ზოგი დამტვრეულიცაა, მაგრამ ახლა ხარისხზე არ ვჩივი.
აი, ვიღაცამ ხომ მოიფიქრა, ტორტუარის გასანათებლად ტენდერი რომ გამოეცხადებინა და ამ პროექტს გაემარჯვა? ხოდა ამ კომისიის იმ წევრების ნახვა მინდა, ეს პროექტი რომ მოიწონეს, მერე შესრულებული სამუშაო რომ ჩაიბარეს და ფული გადაურიცხეს. Ნეტა როგორები არიან, რას ჭამენ, რა ავტომობილით დადიან, როგორ აცვიათ? Შვილებს თუ ანახებენ ნეტა, მამა, დედა, ეს ჩემი გაკეთებული განათებებიაო.”
კომენტარები