ჟურნალისტი ბექა ყორშია:
„ახლა იწყება სტუდენტებზე მასობრივი ზეწოლის ფაზა, პირდაპირი, თუ ირიბი. პირდაპირი შემდეგს გულისხმობს: უშუალოდ სტუდენტის დაშინება, ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარა, სისტემისადმი ლოიალური ლექტორები დაიწყებენ აკადემიური ძალაუფლებით მანიპულირებას – “ქულას არ დაგიწერთ!”, სუსის ხელისბიჭების მიერ სტუდენტების დაშინება: “უნივერსიტეტში პრობლემები შეგექმნება, ბიჭო!” და მისთანანი.
ირიბი ზეწოლა შემდეგია: მშობლებთან დარეკვა და დამუქრება, რომ თუ შვილებს აქციებზე გასვლას არ აუკრძალავენ, სამსახურებიდან გაათავისუფლებენ და ულუკმაპუროდ დატოვებენ.
ეს პროცესი უკვე თავისთავად ნიშნავს, რომ სისტემას ავტოიმუნური დაავადება შეეყარა და ის საკუთარ თავს თავადვე ისპობს, მაგრამ კვდომის პროცესის დასაჩქარებლად ჩვენც უნდა შევაშველოთ ხელი.
მჯერა სტუდენტების ერთგულების. მჯერა იმ ოჯახების მედეგობისა და პრინციპულობის, რომლებმაც ასეთი ღირსეული შვილები გაზარდეს “
კომენტარები