დედაქალაქის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ჰელსინკის კომისიის მიერ გავრცელებულ შეფასებებს და აღნიშნა, რომ ქვეყნის შიგნით არსებულ რადიკალურ ოპოზიციას ზურგს სწორედ მსგავსი განცხადებები უმაგრებს.
„ამ ტიპის განცხადებებს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან შინაარსობრივად ეს ყველაფერი დაფუძნებულია ტყუილსა და სიცრუეზე. 1 120 000-მა ადამიანმა ხომ იცის, რომ მივიდა და ხმა მისცა მშვიდობას; ხმა მისცა ბოროტების წინააღმდეგ; ხმა მისცა ომის წინააღმდეგ; ხმა მისცა იმ ფაშიზმის წინააღმდეგ, რომელიც გაბატონებულია ქვეყნის შიგნით ამ რადიკალების ჩართულობით, რომელიც იმართება გარედან ამ ტიპის განცხადებებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კომენტარები