გიორგი ჯავახაძე, ალია
„ალიას“ დაუკავშირდა ყოფილი მაღალჩინოსანი „ქართული ოცნების“ გუნდიდან,
რომელსაც ვინაობის დასახელება საჯაროდ არ სურს:
„სანამ ყველანი აქციას, ევროკავშირს, ევროპარლამენტს, ევროკომისიას ვართ მიჩერებულნი, ამასობაში მიშამ, რომელზედაც თვეებია გვეუბნებიან, რომ სიკვდილის პირასაა, წინადადება წამოაყენა – „უნდა შეიქმნას ტექნიკური მთავრობა, რომელიც ქართველი ერის ნების გამომხატველ არჩევნებს ევროკავშირის კონტროლის ქვეშ ჩაატარებს.” მიშას ეს ინიციატივა მალევე აიტაცა არაერთმა ადამიანმა, მათ შორის, რამდენიმემ ისეთმაც, რომელიც სააკაშვილს წლებია აკრიტიკებს – რადგან, რომ დაფიქრდე, რეალური გზა სამოქალაქო დაპირისპირება და სისხლისღვრა აარიდო ქვეყანას დღეს ესაა – ტექნიკური მთავრობა და კოალიცია. საქმე ისაა, რომ ყველამ იცის, ნაციონალური მოძრაობა ერთ ადგილსაც არ დაუთმობს ნებით „ოცნებას“, სწორედ ამიტომ გააჟღერა მიშამ, რომ ევროკავშირის კონტროლის ქვეშ ჩატარდება არჩევნებიო – ამით, გარკვეული გარანტიები წამოაყენა „ქართული ოცნებისთვის“, რომლის ნაწილიც ასევე მოხვდება ამ კოალიციურ მთავრობაში, თუ სისხლისღვრის არიდება მოხდება. სავარაუდოდ, ეს არ არის მიშას ინიციატივა და გეტყვით რატომ – პოლიტიკური პირები, არასამთავრობო ორგანიზაციები ისე დეტალურად იმეორებენ მიშას გეგმას და ზოგმა ევროკავშირის ქვეყნებიდან იმათი სიაც კი გაავრცელა, ვისი კონტროლის ქვეშაც შეიძლება ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები, რომ მათ ეს სხვაგან აქვთ მოსმენილი და სად შეიძლებოდა ეს მოესმინათ? – დიპლომატებთან, ელჩებთან, ევროპელ და ამერიკელ კოლეგებთან. თან თითოეული მათგანი, ასევე უსვამს ხაზს იმას, რომ ამ ვადამდელ არჩევნებში “ოცნებასაც“ შეეძლება მონაწილეობა მიიღოს და კოალიციაში მოხვდეს.
აშშ–ის საელჩომ 22 ივნისს გაავრცელა 20 ივნისის აქციის ფოტო და დაწერა: „ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და გპირდებით, რომ ვიქნებით თქვენი პარტნიორი აუცილებელი რეფორმების განხორციელებაში.“ – ფაქტია, რეფორმებს ხალხი ვერ განახორციელებს, ხო? შესაბამისად, რეფორმების განხორციელებაში, წესით, მთავრობას უნდა დადგომოდნენ გვერდით. მეორე ფაქტი ისაა, რომ ეს ხელისუფლება არ აპირებს არანაირი რეფორმის განხორციელებას. მესამე – აქცია ჩატარდა 20 ივნისს და საელჩო 22 ივნისს აქვეყნებს აქციის ფოტოს და ამ განცხადებას? – გარკვევით წერს, რომ ხალხის გვერდით იქნება. რას ელოდება სამაგიეროდ ხალხისგან ამერიკა? ხალხმა უნდა განახორციელოს რეფორმები? და როგორ? დეოლიგარქიზაციის შემდეგ? – და რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია? ივანიშვილს რომ აღარ ექნება საშუალება ჩაერიოს პოლიტიკაში, ეკონომიკაში, გაუსწორდეს ოპონენტებს, მედიას. ივანიშვილი რომ ვეღარ შეძლებს
ხელისუფლების დახმარებით რუსეთს სანქციებიდან თავი აარიდებინოს (როგორც ეს ევროპარლამენტის რეზოლუციაში წერია) და ეს როგორ მოხდება? – მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ივანიშვილის გუნდი აღარ იქნება ხელისუფლებაში. საერთო ჯამში, ლოგიკურად, გამოდის ისე, რომ ამერიკა ღიად გვეუბნება, ხელისუფლების შეცვლაში და რეფორმების განხოციელებაში, წევრობის კანდიდატის სტატუსი რომ მიიღოთ, თქვენ გვერდით ვარო. შესაბამისად, სწორედ ამიტომ მგონია, ტექნიკური მთავრობის შექმნის იდეაც არ არის საავადმყოფოს პალატაში მომწიფებული აზრი და ცოტა შორს დაიწერა ეს გეგმა. ამ გეგმის შესრულებას კი სჭირდება ხალხი, ხალხი და ხალხი. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმ სახალხო მოძრაობაზე, რომელსაც პოლიტიკური განცხადებების გაკეთების შიში აქვს და თან პოლიტიკური ცვლილებები უნდა და მის უდიდებულესობა ხალხზე, რადგან, ამდენი ხალხის დარბევის რესურსი ივანიშვილს ნამდვილად არ აქვს.“
„ამიტომ არ დაელოდა ღარიბაშვილი 24 ივნისს და გადმოიტანა პარლამენტში შეხვედრა 22 ივნისს“
კომენტარები