სამოქალაქო აქტივისტი, ირაკლი წულაია:
“ეს არსით “ნასეტკა” კობახიძე სხვაზე, რომ იტყვის შემოგზავნილიაო, იმ ჟანრიდანაა კგბ და ნაცები საკუთარ ბოროტობებს სხვას რომ აბრალებენ.
ხომ ვერ გამახსენებთ:
ვინ დაწერა კონსტიტუცია, რომლითაც ჩვენ ქვეყანას არასდროს უწერია სიმშვიდე ?
ვინ დაულაგა ბიძინას სასამართლო და მთავარი დაპირება, რომელიც ხალხს მივეცით თავისუფალი სასამართლოსი, გაანაიავა ?
ვინ ჩამოაშორა ბიძინა ივანიშვილს ყველა ერთგული ძველი გვარდიის მებრძოლი ?
ვინ დაიჭირა მელია ისე, რომ მეორე დღეს გამოსაშვები გაუხდა და ბონუსად რურუა მიაყოლებინა?
ვინ ჩამოიყვანა გავრილოვი და დასვა პარლამენტის თავჯდომარის სკამზე?
ვინ ჩამოაცილა ყველაზე რეიტინგული და საქმის მკეთებელი პრემიერ მინისტრი ქართულ ოცნებას?
ვინ გაძეძგა თავის ნათესავებით საჯარო სამსახურები, რითიც მწვანე აუნთო ყველა საჯარო მოხელეს?
ვინ აგინა ყველა ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორს, რითიც საქართველოს მტერი მოყვარედ უქცია და მოყვარე მტრად?
ვინ აშინებდა პოლიტიკურ ოპონენტებს და ბიზნესებს,რითიც კონკრეტული უდანაშაულო ადამიანები ციხეში ზიან და ერთიც გარდაიცვალა ?
ვინ აქცია რეფორმებში ჩემპიონი ქვეყანა მაჩანჩალად და მოუსპო ევროპული მომავალი ქვეყანას?
თქვენ თუ არ იცით პასუხი მე გეტყვით! ეს ყველაფერი პირადად ირაკლი კობახიძემ ჩაიდინა, რითიც ოცნება აქცია ნაციონალურ მოძრაობად და სრულად დააკარგინა, მას ლეგიტიმაცია !სამწუხაროდ ამ ყველაფერს მწვანე ბიძინა ივანიშვილმა აუნთო და პასუხისმგებელიც მხოლოდ ის არის!”
კომენტარები