,,ჭავჭავაძის ცენტრის” ოფისს ცოტა ხნის წინ ,,ალტ-ინფოს” მხარდამჭერებმა ქვა ესროლეს, ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი ფოტოს აქვეყნებს და წერს:
,,არანაირი ალტინფო, ეს რუსული ოცნების მიერ ორგანიზებული აქციაა, რომელიც გზად ყველაფერს არბევს და რომელსაც პოლიცია მაქსიმალურ კომფორტს უქმნის. ეს ქვა რამდენიმე წუთის წინ შემოვარდა ჩვენს ოფისში. თავში ხვდებოდა თანამშრომელს, ხელი აიფარა, ხელი აქვს დასისხლიანებული. კლავდნენ, ფაქტობრივად. ყველაფერი გადაღებულია. კარგად ჩანს, ვინ ისვრის.”
კომენტარები