ალტ-ინფოს ერთ-ერთი ლიდერი, შოთა მარტინენკო აცხადებს, რომ ყვარელში ლევან ბერძენიშვილის ლექციის ჩაშლა მათ დააორგანიზეს და წერს:
“ლევან ბერძენიშვილს (რომელმაც ერეკლე მეფე მოღალატედ მოიხსენია), ალტ-ინფო – კონსერვატიული მოძრაობის კახეთის განყოფილების წევრებმა ყვარელში ლექცია არ ჩაატარებინეს.
ლიბერალებს ეგონათ, ისინი დაგვიდგენდენ ჩვენ მოძრაობის და ფუნქციონირების ნორმებს, მაგრამ რეალურად პირიქითაა და ასე იქნება ყველგან, დასავლეთზე გაყიდულ აგენტებს, რომლებიც ქართველების წარსულს, გმირებს და ტრადიციებს შეურაცხყოფენ, ჩვენ განვუსაზღვრავთ აწი, სად როგორი უფლებები ექნებათ. ეს ქვეყანა ჩვენია და ჩვენ ვადგენთ აქ წესებს”
გუშინ, 15 იანვარს ბერძენიშვილი ევროატლანტიკურ ცენტრთან, სადაც ლექცია უნდა ჩაეტარებინა, არ მიუშვეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, თუმცა, ლევან ბერძენიშვილის თქმით, მათ არც უცდიათ, არც შეუთავაზებიათ შენობამდე მიყვანა.
კომენტარები