nation.ge-ს რედაქტორი, ზუკა ნემსაძე:
“მოგესალმებით, მე ზუკა ნემსაძე ვარ, ახალგაზრდა რომელსაც ევროპული ოჯახის წევრობის სურვილი აქვს.
მაგრამ! ახლა ჩემი უპირველესი სურვილია, რომ ეს მოძალადეები დაისაჯონ. დღესვე დაიწყოს გამოძიება და თაროზე შემოდების უფლება არ მივცეთ, ბოლომდე მივიყვანოთ ეს საქმე!
მეორე, მედიებს მინდა მივმართო არ მისცეთ თავს უფლება და ეს ფაქტი ეთერებში პოლიტიკოსებს არ შეაფასებინოთ. ახალგაზრდები დასვით ეთერებში და გააგონეთ ჩვენი ხმა მთელ საქართველოს და მათ შორის იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც 24/7 ეთერებში სხედან და დემაგოგობენ.
მესამე, პოლიტიზირების, ქოც-ნაცობის გარეშე გვადროვეთ ცხოვრება და მოგვეცით უფლება კრიტიკის დროს ყველა გავაკრიტიკოთ, შექების დროს კი ყველა შევაქოთ!
და ბოლოს, არ ვაპირებდი დღეს სტუდენტებთან შეხვედრაზე წასვლას, აუცილებლად მივალ! ოღონდ ეს ქვეყანა არ არის 2-3 ან 10 კაცის, ეს ქვეყანა ჩვენია და დღეიდან მინდა მხოლოდ ჩვენი, ახალგაზრდების ხმა ისმოდეს!
ნუ სცოდავთ! მიიღეთ ჩემი გულწრფელი კრიტიკა, პოლიტიკოსებო, საზოგადოებავ და ამ ომში უმნიშვნელოვანესი როლის შემსრულებელო მედია!
გადადექით ცოტა ხნით გვერდით, თქვენი აღარ სჯერა საზოგადოებას- ჩვენი ჯერია!”
კომენტარები