კრემლის პრეს-სპიკერი, დიმიტრი პესკოვი, უკრაინისთვის ტანკების გადაცემის შესახებ ამერიკის და გერმანიის გადაწყვეტილებას ეხმაურება და ამბობს:
“ევროპის დედაქალაქებიდან და ვაშინგტონიდან მუდმივად ისმის იმის შესახებ, რომ შეიარაღების სისტემების, მათ შორის ტანკების უკრაინისთვის მიწოდება არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ამ ქვეყნებისა და ალიანსის ჩართვას საბრძოლო მოქმედებებში, რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს.
ამას კატეგორიულად არ ვეთანხმებით. მოსკოვში ყველაფერი, რასაც აკეთებენ როგორც ალიანსი, ისე ეს დედაქალაქები, აღიქმება, როგორც უშუალო მონაწილეობა კონფლიქტში.”
კომენტარები