ანთროპოლოგი, ლევან შენგელია, სოციალურ ქსელში, წერს:
‘ეს რა ჭირი გვეტაკა, კაცო!
თუ ცოტანი ვართ – რუსი ხეირობს! თუ ბევრი ვართ – ისევ რუსია მოგებული!!!
ვერ გაიგეთ, ხო?
ახლავე აგიხსნით.
XVIII საუკუნის ბოლოსთვის ისე ცოტანიც არ ვიყავით, როგორც რუსები და მათი დამქაში ქართველები გვარწმუნებდნენ. მაგრამ ხომ უნდა დაგვეჯერებინა რომ თუ არა რუსის პარტიანკა – ქართველები გადაშენების პირას ვიყავით!
ახლა, XXI საუკუნეში, ისევ გვატყუებენ რუსები და მათი ლაქია ქართველები – მილიონზე მეტია რუსეთში ქართველი და მათ უნდა ანაცვალოთ საქართველოს ინტერესებიო…
მოკლედ, ზღაპარ იყო, ზღაპარ იყო, ჭალას ჩიტი მომკვდარიყო, დიდ ქვაბში ვერ ეტეოდა, პატარაში ცოტა იყოო – ისეა ჩვენი საქმე..Ч’
კომენტარები