მოგვიანებით, მერაბ მეტრეველმა კომენტარების გათვალისწინებით, ეს პოსტი წაშალა და ახალი დაწერა:
,,აჰა, გავერკვიე! 🙂
ვთქვათ, არვევნებზე მივიდა 2 მილიონი ამორჩეველი. “ოცნებამ” მიიღო 40 პროცენტი, 800 000 ხმა (პრპცენტებს ვამრგვალებ, რომ მარტივი საანგარიშო იყოს), ნაცებმა მიიღეს დაახლოებით 20 პრპცენტი 400 000 ხმა, ლელომ – 10 პროცენტი, 200 000 ხმა, გახარიამ – 10 პროცენტი, 200 000 ხმა, გვარამიას გაერთიანებამ ასევე 10 პრპცენტი, 200 000 ხმა (ამათ ერთნაირები დავუწერე, რომ არ ეწყინოთ. 🙂 )
ხმების დარჩენილი 10 პრცენტი მიიღეს იმ პარტიებმა, ვინც ვერ გადალახეს ბარიერი ანუ დაიკარგა.
საარჩევნო კოდექსი ამბობს:
“პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე და იყოფა ყველა იმ პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5 პროცენტი მაინც მიიღეს. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა.
თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს თანამიმდევრობით მიიღებენ უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები.”
დავიანგარშოთ ამ ფორმულით:
“ოცნება” – 800 000×150÷1 800 000=66,66666 ანუ 66 მანდატს
“ნაცები” – 400 000×150÷1 800 000=33,33333 ანუ 33 მანდატი.
“ლელო” – 200 000×150÷1 800 000=16,66666 ანუ 16 მანდატი
გახარია – იგვე, 16 მანდატი
გვარამია – იგივე, 16 მანდატი
სულ გამოდომის 147 მანდატი, გადაუნაწილებელი რჩება 3 მანდატი და ის ერგება პირველ სამ ადგილზე გასულ პარტიას. საბოლოოდ პარლამენეტის შემადგენლობა ასე დალაგდა:
“ოცნება” – 67 მანდატი
“ნაცები” – 34 მანდატი
“ლელო” – 17 მანდატი
გახარია – 16 მანდატი
გვარამია – 16 მანდატი
ოპოზიციას გამოსდის 83 მანდატი
ანუ 40 პროცენტის აღების შემთხვევაში აგებს “ოცნება”, მაგრამ თუ 45 პროცენტი აიღო ანუ 900 000 ხმა, მაშინ ზუსტად 76 მანდატი აქვს ანუ იმდრნი, რამდნიც უმრავლესობისთვის არის საჭირო, მაგრამ ეს მაშინ, თუ 2 000 000 ამომრჩეველი მივიდა, თუ მეტი მივიდა, “ოცნების” 900 000 ხმა 45 პროცენტი აღარ გამოვა, ხოლო, თუ ნაკლები ამომრჩეველი მივიდა, მაშინ 900 000 ხმა 45 პროცენტზე მეტი გამოვა.“
კომენტარები