მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ვალერი გელბახიანი, “ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე”– ში ჟურნალისტის კითხვის პასუხად, იხსენებს, რომ 2007 წლის შემდეგ, გოგა ხაინდრავას დაკავებას უპირებდნენ და ამბობს:
–ხელისუფლება იცით რამდენწახნაგიანიანი? – მრავალი. არ ვიცი (მიხეილ სააკაშვილი) იყო თუ არა საქმის კურსში, მე რომ ვყოფილიყავი ქვეყნის პროკურორი, არც ერთ კითხვას პასუხგაუცემელს არ დვაოვებდი, პროფესიონალურად გამოვიძიებდი. არ იქნა გამოძიებული, პოლიტიკური ბრალდებები წაუყენეს და პოლიტიკური ბრალდებები ყოველთვის იქნება ქარაფშუტა ბრალდებები.
ჩვენ გვქონდა ვიდეოფირი, სადაც სრული ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეს არწმუნებდნენ, თუ იტყოდნენ ასეთ ჩვენებებს ხაინდრავას წინააღმდეგ, მაშინ პრობლემები არ შეექმნებოდათ, ეუბნებოდნენ ასეთ წინადადებას, ვითომ ბადრი პატარკაციშვილმა ფული მისცა ხაინდრავას, ვითომ ეს ფული ხაინდრავამ მიუტანა ამ ხალხს და უთხრა რომ იარაღი შეეძინათ და შეიარაღებული გადატრიალება მოეწყოთ. ეს ჩვენებები ჩვენ რომ არ მოგვესწრო და არ გაგვეშიფრა, აუცილებლად დაიჭერდნენ ბატონ ხაინდრავას. ჩვენ რაც შეგვეძლო გამოვააშკარავეთ, გადავიღეთ და ერთ–ერთ ბრიფინგზე გავავრცელეთ ეს ჩანაწერი. ოღონდ სანამ გავავრცელებდით, ჭანკვეტაზე გავიყვანეთ ქვეყნიდან. შემდეგ როდესაც მან ჩათვალა, რომ სამშვიდობოს იყო, რამდენიმე წლის მერე ჩამოვიდა საქართველოში, მაშინ არ ვიყავი საქართველოში, ემიგრაციაში ვიყავი და როგორც მე მეუბნებიან, ეს ფაქტი პირადად არ მაქვს ნანახი – ქუჩაში იპოვეს გარდაცვლილი. არ ვიცი გამოძიება ჩაატარეს არ ჩაატარეს, მე ეს ინფორმაცია პრესით მივაწოდე ქართულ საზოგადოებას. მე არ ვარ გამომძიებელი, არც პროკურორი – ჩატარდა გამოძიება? – გეკითხებით. მე ხომ გამოვავლინე, რატომ არ ჩაატარეს გამოძიება?
კომენტარები