“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და “ძალა ერთობაშიას” საარჩევნო სიის პირველ ნომრად გამოცხადების შემდეგ, ბუბა კიკაბიძემ პირველი კომენტარი 4 ოქტომბრის “პოსტ ფაქტუმში” გააკეთა.
ბუბა კიკაბიძე: – მე რუსეთში მოღვაწეობაზე დიდი ხნის წინ ვთქვი უარი. ეს რომ არ გამეკეთებინა ჩემი შვილიშვილების შემრცხვებოდა. არ შეიძლება კაცი, რომ გირტყამს, იმასთან ჩახვიდე და იმღერო.
თუ ყველაფერი კარგად დამთავრდა და ეს მთავრობა წავიდა, მე შეუძლიათ გამომიყენონ მხოლოდ შეხვედრების დროს. სიტყვა მეთქმის რუსეთშიც, უკრაინაშიც, აზერბაიჯანშიც, სასომხეთსა და ყაზახეთშიც.
არ ვიცი რით დამთავრდება ეს ყველაფერი, მაგრამ ძალიან მაწუხებს ახალგაზრდა თაობის ბედი. მიგდებულია ახალგაზრდობა, სამუშაოები არ აქვთ. რაიონებში ხომ საერთოდ საშინელება ხდება…”
კომენტარები