“საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტის” ხელმძღვანელი, იურისტი გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ ხელისუფლების ლოგიკა კარტოგრაფების საქმეში გაურკვეველია. ამ თემაზე მან “მთავარის” ეთერით ისაუბრა:
“თუკი ვამბობთ, რომ რუკები საქართველოში არ არსებობდა, მაშინ რა უნდა გამოეყენებინათ მელაშვილს და ილიჩოვას, ხოლო თუკი რუკები საქართველოში არსებობდა სპეცოპერაციას რაღატომ ვატარებდით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა”, – თქვა გიორგი მშვენიერაძემ.
მან მაყურებელს აჩვენა 2017 წელს გამოქვეყნებული წერილი, რომლის ავტორებიც თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები არიან. წერილში იმ რუკებზეა საუბარი, რომელზეც დავა მიმდინარეობს.
მშვენიერაძე ამბობს, რომ თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი როლშია შესული და ამობს, რომ რუკების მოსაპოვებლად სპეცოპერაციებს ატარებს, სინამდვილეში კი ეს რუკები მანამდეც ხელმისაწვდომი იყო.
რუკა, რომელზეც ივერ მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალი აქვთ წარდგენილი, თავად ნატალია ილიჩოვამ მოიპოვა.
მას შემდეგ, რაც კარტოგრაფებმა ეს რუკები შეისწავლეს და ერთნანეთს შეადარეს, დიდი ცდომილება იყო. მიუტანა ივერ მელაშვილს და კარტოგრაფიული მეთოდით დაადო კალკის ფურცელი. მონიშნა წერტილები, რაც არ იცვლება, მაგალითად რკინიგზა, უცვლელი წერტილები და შეადარა ერთმანეთს და აცდენები იყო დიდი, – ამბობს მშვენიერაძე.
პროკურატურა კარტოგრაფებს სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.
კომენტარები