სამოქალაქო აქტივისტი, მელორ ვაჩნაძე, რომელიც ავარიაში მოყვა ცოტა ხნის წინ, წერს, რომ მას ორი ოპერაცია ჩაუტარდა კლინიკა ვივამედში, მათ შორის, მეორე ოპერაცია, მხოლოდ მას შემდეგ ჩაუტარდა, რაც საჯაროდ დაწერა, რომ გაუსაძლისი ტკივილები აწუხებდა, რადგან რკინის ფირფიტის სამაგრები, რომლებიც ოპერაციისას გამოიყენეს, დაზიანდა.
მელორ ვაჩნაძე, პირველი ოპერაციის შემდეგ წერდა:
“ერთი სიტყვით 2024 წლის 6 მარტს მოვყევი ავარიაში… მოტოციკლით ვიყავი და მივიღე ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი ზიანი…ღუდუშაურის კლინიკაში მომათავსეს მრავლობითი მოტეხილობით და ფილტვის დაზიანებით… ვინაიდან ნეკნები მქონდა მოტეხილი და ფილტვი დაზიანებული, დამჭირდა ფილტვის პრობლემასთან დაკავშირებული ოპერაცია, რაც გამორიცხავდა მაშინვე ლავიწის ოპერაციის ჩატარებას… ვინაიდან ღუდუშაურის კლინიკასთან რიგი უთანხმოებები არსებობდა ლავიწის ოპერაციასთან დაკავშირებით, გადაწყდა 13 მარტს ვივა მედში ჩატარებულიყო ლავიწის ოპერაცია…დაფინანსებაც ნაწილობრივი იყო ვინაიდან უკვე აღარ ითვლებოდა ეს ოპერაცია მყისიერი…ფინანსური საკითხის მოგვარების შემდგომ ქირურგმა არკადი კიშკომ ჩამიტარა (როგორც თავად ამბობს ძალიან რთული ოპერაცია, ამიწყო დალეწილი ლავიწი ლითონის ფირფიტაზე და ეს ფირფიტა 8 ჭანჭიკის ნაცვლად (ორივე მხარეს ოთხოთხი ჭანჭიკი) სულ 4 ჭანჭიკით დაამაგრა… ანუ ორ–ორი ყოველ მხარეს)16 მარტს გამწერა მკაცრი რეკომენდაციებით კორსეტი 2 თვე მეტარებინა… კორსეტები ამ 8-9 დღის მანძილზე 3-ჯერ შევიძინე ვინაიდან მალევე კარგავს სიმყარეს და არის უხარისხო… მიუხედავად იმისა რომ მე კორსეტი საერთოდ არ მომიხსნია ამ დღეების მანძილზე და მაქსიმალურად ვასრულებდი მითითებებს… ძილში ერთ ბოლოში ვიგრძენი ძლიერი ტკივილი და აღმოვაჩინე რომ რკინის ფირფიტა აწყდა ჭანჭიკებიანად… მაშინვე გამოვიძახე სასწრაფო და მივაშურეთ გაუსაძლისი ტკივილებით ვივა მედის კლინიკას… სადაც მიმღებში გამოძახეს მორიგე ტრავმატოლოგი “ექიმი” სოფო ჭყოიძე რომელიც მარწმუნებდა რომ მისი კოლეგის მიერ გაკეთებული ოპერაცია იყო (ფარგლებში დაშვებული მორყევით) ეს რას ნიშნავს არ ვიციმოკლედ დაჟინებული მოთხოვნით დაგამიღეს რენდგენი და გადამახდევინეს სოფო “ექიმის კონსულტაციაში და სურათში თანხა, სოფო ექიმმა ისე გამწერა ვერაფერი საგანგაშო ვერ ნახა და არც ტკივილი მომიხსნა 24 მარტს… არადა რენდგენზეც და შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა რომ ფირფიტა აწყდა ჭანჭიკებიანად, მეტიც ხელი დავადებინე და ნახა თუ როგორ მოძრაობს ის 2-3 სანტიმეტრის ამპლიტუდაზე…გუშინ 26 მარტს ისევ მეგობრების დახმარებით და ნაწილობრივ ჩემი ხარჯებით გადავიხადე განმეორებითი ოპერაციის ხარჯები… (რომ არა სოფო ექიმის განძრახ გულგრილობა თუ არაპროფესიონალიზმი) ეს ოპერაცია მაინც გავიდოდა გადაუდებელში, რომ აღარაფერი ვთქვა იმ ფაქტზე რომ 4 ჭანჭიკი არ იყო სტანდარტის შესაბამისი და სხვა გზა უნდა ეპოვნათ… ასეა თუ ისეა სურათებს მივაბავ ამ პოსტს და აქვე გეტყვით, რომ ამ მომენტამდე თანხის გადახდის მიუხედავად არ ჩამტარებია ოპერაცია, ასევე სოფოს გონია რომ არაა საჩქარო არადა განვიცდი სასწაულ ტკივილს და ეს ჭანჭიკები წაქცეული ყელში მეყრება… არც განიხილავენ რამე ახალ მიდგომას და საერთოდ როგორ დამთავრდება ეს ისტორია არ ვიცი…ერთია ნათელი, საზოგადოების დახმარებით და ჩართულობით ბევრად მეტ პასუხისმგრბლობას გამოიჩენენ და იქნებ ხეიბარი ან უარესი შედეგი არ დადგესმადლობა წინასწარ ვინც გულთან ახლოს მიიტანს ამ საკითხს… ყველას მოგეხსენებათ დიდიხანია არაფერი განცხადება არ გამიკეთებია ან რაიმე საკუთხზე შემიწუხებიხართ… აქ კი უკვე სხვა გზა არ მაქვს… პატივისცემით: მ. ვაჩნაძეP.S. ჯანდაცვის სამინისტრო თბილისის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური – იქნებ დამეხმაროთ და ან ოპერაციაა დააჩქაროთ ან მეთოდი შეცვალოთ… ვინაიდან გაუსაძლისი ტკივილები მაწუხებს და ვფიქრობ ეს ყოველივე ცუდად დამთავრდება!!! რამდენ ხანს უნდა ველოდო ვინმე დამეხმაროს?”
მეორე ოპერაციის შემდგომ, მელორ ვაჩნაძე, ახალ ფოტოებს აქვეყნებს და წერს:
აი ასე მოიქცევა არკადი კიშკო თუ გააკრიტიკე, ღორივით გამკერა გამწარებულმა და თან დილით ამხელა კაცი ვითომ ექიმი მომახტა “ ზედ გადაგყევი რატომ დაწერე პოსტიო”ეს სადისტი არაკაცები სად იზრდებიან ან რომელ ჰიპოკრატეზე იფიცებენ? ალბათ იმაზე ქვედა სართულზე რომ უწევთ, ვივამედის მოძველბიჭო არკადი კიშკო, უბრალოდ არ ღირს ხელის გასვრა ამ არაკაცზემ ამ ნაკერების და შემოხტომების გამო მობილური უნდა გადააყლაპო პოსტიანად!!!Arkadi Kishko არკადი კერვის კურსებზე იარე და აგრესიის მოთოკვის.თუ ასისტენტ სოფო ჭყოიძეს სთხოვე ასე გაველამაზეებინე?
კომენტარები