ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც მეორე ღამეა უნივერსიტეტის შენობაში რჩებიან და რომლებსაც გუშინ ღამით ელექტროენერგია, ანუ შუქი და გათბობა გაუთიშეს, გათიშული იყო ასევე შენობაში წყალი, წერენ, რომ დღეს ის ფანჯარა დაულუქეს, რომლიდანაც მოქალაქეები საკვებს და წყალს აწვდიდნენ.
არჩილ ბერიძე:
ბსუს ადმინისტრაციამ ფანჯრებს, საიდანაც გადმოგვქონდა საკვები, წყალი და ვესაუბრებოდით იმ ადამიანებს, ვინც გვამხნევებდნენ მთელი ღამის განმავლობაში, სახელურები მოხსნა.
ეს მართლა სამარცხვინოა!
“შიმშილობის დაწყებას ვაპირებდით, მაგრამ…” – ბათუმელების პასუხი ბსუ–ის რექტორს
კომენტარები