“ქართული ოცნებიდან” წასული ეკა ბესელია ყაველაშვილი, სუბარი, ხუნდაძის წერილზე ამბობს:
ის, რომ ეს სამი ადამიანი დამოუკიდებლად წერს ამ წერილებს, რა თქმა უნდა, ამის ილუზია არ გვაქვს. რა თქმა უნდა, კარგად ჩანს, რომ ეს ერთი ხელით არის შედგენილი სცენარი. ძალიან უგემოვნოდ, უნიჭოდ, იმდენად გაშიფრულია თვითონ სცენარის შინაარსი და ეს არამეგობრული, მტრული განწყობა სტრატეგიული პარტნიორის მიმართ, რომ ამას ძებნაც არ სჭირდება. უბრალოდ, ძალიან გასაკვირი არის, რომ ვერ გრძნობენ ამ წერილის უკუშედეგს, ზიანს, რომელიც მოაქვს,”
შეგახსენებთ ”ქართული ოცნებიდან” წამოსულმა დეპუტატებმა აშშ-ის ელჩს დრეს კვლავ წერილით მიმართეს – ხუნდაძე, სუბარი, ყაველაშვილი კელი დეგნანს “ომის რიტორიკის მხარდაჭერაში” ადანაშაულებენ.
კომენტარები