კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენის
განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც რუსეთი გაზით შანტაჟის მცდელობაში დაადანაშაულა. პესკოვის თქმით, რუსეთის მხრიდან პოლონეთისა და ბულგარეთისთვის გაზის შეწყვეტა შანტაჟი არაა და ეს გამოწვეული იყო “არამეგობრული ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ არამეგობრული ნაბიჯებით ეკონომიკისა და ფინანსურ სექტორში”.
“ეს შანტაჟი არაა. ის პირობები, რომელიც დაფიქსირებული იყო პრეზიდენტის [პუტინის] ბრძანებულებაში, რომელიც გულისხმობს გადახდის ახალ მეთოდს, გამოწვეული იყო არამეგობრული ქვეყნების მიერ ჩვენს წინააღმდეგ გადადგმულ უპრეცედენტოდ არამეგობრული ნაბიჯებით ეკონომიკისა და ფინანსურ სექტორში”,-თქა პესკოვმა.
პესკოვის თქმით, ახალი შეზღუდვების გამო რუსეთი იძულებული გახდა ევროპისთვის გაზის მისაწოდებლად რუბლით გადახდაზე გადასულიყო.
“მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენი რეზერვების მნიშვნელოვანი რაოდენობა ან დაბლოკილი იყო ან “მოპარული”. ეს ყველაფერი მოითხოვდა გადახდის ახალ სისტემაზე გადასვლას”.
კომენტარები