პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი, გავრცელებულ ჩანაწერებზე (ივანიშვილი და ევტუშენკოვი) და შემდგომ ევტუშენკოვის კომენტარზე საუბრისას, ამბობს, რომ მას ერთი რამ უკვირს:
“ვერ დავიჯერებ, რომ ბიზნესმენი, რუსი ბიზნესმენი, აქეთ ურეკავს “ფორმულას” ჟურნალისტს, ეს წარმოუდგენელია, ეს შეიძლება რაღაც ზღაპარში ეწეროს, მე არ ვიცი…”
რატომ მიაჩნია ზღაპრად და მიუღწევლად, ევტუშენკოვმა თავად დაურეკოს ვინმეს – უცნობია.
შეგახსენებთ, ევტუშენკოვის კომენტარის გამოქვეყნებისას, ფორმულას ჟურნალისტმა თქვა, რომ ევტუშენკოვმა აქეთ გადმოურეკა ჟურნალისტს, სავარაუდოდ, როცა ზარი ნახა.
კომენტარები