გერმანიაში მცხოვრები ექიმი, იაგო ფრანგიშვილი:
“იმის მაგივრად რომ ერთიმეორეს
ბნელები
მარგინალები
ტვინდაჩიპულები თუ სხვა კიდე ბევრი ,,საუკეთესო,, სახელები უწოდოთ
და ამით გაახაროთ ყველა მართლა ბნელი და მტერი,
შესთავაზეთ არაცრილებს და ოფიციალურად კორონაარგადატანილებს
ანტისხეულების ტესტი.
ჩინეთი უკვე აღიარებს ანტისხეულის ტესტს სრული იმუნიზაციის დასტურად.
ეს ის ჩინეთია, რომელიც კორონას ახალი 100 შემთხვევისას მილიონიან ქალაქებს კეტავს.
ეს ის ჩინეთია, რომელში დაიწყო კორონა და აქვს კორონაგადატანილებთან ყველაზე დიდი გამოცდილება.
რაღაცა მაინც გააკეთეთ.
ინტენსიურის ექიმებმა წვერი გაიპარსეთ,
ხელისუფალმა ანტისხეულების ტესტი მაინც შესთავაზეთ აუცრელებს
და მედიასივრცემ დაიწყეთ ბოლოსდაბოლოს სპეციალისტებთან დისკუსია იმაზე, თუ როგორ უნდა იმართოს ზოგადად ინფექციური ავადმყოფი.
რაღაცა საწინაო და დადებითი, ერთმანეთის არშემჭმელი და არმავნებელი ერთი რამ მაინც გააკეთეთ.”
კომენტარები