საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტმა, გიორგი რუხაძემ „პალიტრანიუსთან“, USAID-ის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა:
„ძალიან მნიშვნელოვანია USAID-ის ანგარიში, სადაც საუბარია მაღალი დონის კორუფციაზე. ეს ასევე შეუშლის ხელს საქართველოს, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი იმიტომ, რომ ამ ტიპის კორუფცია წინააღმდეგობაში მოდის და სერიოზულ პრობლემებს ქმნის.
ხელისუფლებამ სხვა რა უნდა თქვას, ხომ არ იტყვის, რომ კორუმპირებულები ვართო და ბოდიშიო, მაგრამ მე მინდა საზოგადოებას დავუსვა ერთი კითხვა, ბოლო ერთი რეზოლუცია მითხარით ან ევროპარლამენტის ან რომელიმე მნიშვნელოვანი ორგანიზაციის ან „გამჭვირვალობის“ ან რომელიმე, რომელსაც ეთანხმება საქართველოს ხელისუფლება. არაფერს არ ეთანხმება, ხომ შეიძლება, რომ რაღაცას მაინც დაეთანხმოს საერთაშორისო დოკუმენტს, ეს უბრალოდ სასაცილოა, ყველა როგორ ცდება.
როგორ წარმოგიდგენიათ, ეს ჯანმრთელი პროცესია, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნაში ხედავს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელს? ევროპარლამენტს რეზოლუცია „ნაცმოძრაობამ“ მიაღებინა USAID-ის ანგარიშიც „ნაცმოძრაობის“ და არასამთავრობო ორგანიზაციების ნახელავია, ამერიკის საელჩო რომ განცხადებებს აკეთებს, აქაც თურმე ვიღაცები ურევიან. ხომ შეიძლება დედამიწის ზურგზე არსებობდეს ერთი რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელსაც დაეთანხმება „ქართული ოცნება“ მოსკოვისა და რუსეთის გარდა?”
კომენტარები