გუბაზ სანიკიძე, ტვ პირველი ეთერით, ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალზე თავდასხმის შესახებ საუბრობს:
“კარგად ვიცნობ “ქართული ოცნების” მესვერებს და მის თავკაცს, ყველაფერზე წამსველელია. მე მგონია, რომ ეს თვითონ ხელისუფლებამ დაგეგმა, ბევრი რამ ადასტურებს ამას ირიბი და პირდაპირი გზით.
მაგალითად, ის რომ თავმდამსხმელი ძალიან არხეინად გრძნობდა თავს, მას არ ჰქონდა საფრთხის შეგრძნება.
ის ხელყუმბარა, ნამდვილი იყო თუ არა, ეს კიდევ ცალკე თემაა, მაგრამ 7 საათი გახსნილი ხელყუმბარის დაჭერა, ჰერკულესი რომ გააცოცხლოთ, იმას არ შეუძლია, ხელის მტევანი ამას ვერ უძლებს.
7 საათის განმავლობაში არაფერი ხდებოდა, დაბნელდა მერე და გაუშვეს ეს ადამიანი წინააღმდეგობის გაწევის გარეშე, დევნაც არ განახორციელეს და როგორც ჩანს საერთოდ სახლამდე მიაცილეს…”
კომენტარები