,,ერი და სახელმწიფოს” დამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე:
“ჩემს სტატუსს სახალხო შეკრებასთან დაკავშირებით, სადაც რეფერენდუმის უფლების დაბრუნებაზე იყო საუბარი, მხოლოდ 13 კაცი გამოეხმაურა… ეტყობა საქმის კეთების და სიტუაციის შეცვლის ნაცვლად, მოთქმა-გოდება და სახის ხოკვა გირჩევნიათ. ეს თემა ბევრ ეროვნულსაც შევთავაზე და ყველამ უარი მითხრა…
სახალხო შეკრებაზე სახალხო დამცველის ხალხის მიერ არჩევა და სასოფლო მიწის კატეგორიის შეცვლის გზით უცხოელებზე გაყიდვის აკრძალვის კანონპროექტიც უნდა წარმოგვედგინა, მაგრამ არაა პრობლემა, წერეთ პოსტები როგორ შენდება არაბული სოფლები, იარეთ დადგმულ სპექტაკლებზე და უკმიეთ გუნდრუკი სისტემას. იმ სისტემას, რომელმაც გაგაღატაკათ და ამ წალკოტიდან გაგაქციათ! მე ჩემი ვალი მოვიხადე,12 წლის მანძილზე რაც შემეძლო ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთე…
ის რეფერენდუმიც ისევ თქვენთვის მინდოდა, რომ მომზადებული შევხვედროდით სამომავლო სიურპრიზებს… ალბათ წლის ბოლომდე მსოფლიოში ახალი კონფლიქტი იფეთქებს ან არსებული ომის არეალი გაფართოვდება, რადგან ეკონომიკური კრიზისის გამოწვევას არსებული არ ჰყოფნის, ამ ყველაფერს კი ჩვენ წესით მომზადებული უნდა შევხვედროდით და სასურსათო უსაფრთხოება შეგვექმნა, ბევრი ვეცადე, მაგრამ არც ხელისუფლებამ მიიღო და დიდად არც ხალხმა იაქტიურა… ჰოდა რაც არ გინდათ ღმერთმა ნუ მოგცეთ !,
კომენტარები