ანალიტიკოსი ნინო ფოჩხუა გიორგი გახარიას განცხადებას ეხმაურება:
„ეს თვითონ მოღალატე და არაკაცი, ეს მელიასთვის (სირცხვილი) გადამდგარი არარაობა ვის ემუქრება, რამდენს ბედავს, ამის ოჯახის წევრები არ იყვნენ სივებით რომ დარბოდნენ, არიქა იქნებ ბიძინამ შეამჩნიოს ეს 30 ვერცხლზე ქვეყნის გაყიდვისთვის მზად მყოფი ვითომ ქვეყნის მოყვარული ბიჭიო?
ეტყობა უცხოელმა “ბოსებმა” ფსონი ამ არაკაცზე დადეს, ეგონათ უპეცედენტო მხარდაჭერა ჰქონდა და იმ ფსიქოპატს ამით ჩაანაცვლებდნენ, მაგრამ რამდენიმე თვეში “მხარდაჭერილი” გახარიას მითი ჩაიფუშა, დარჩა თამაშმიღმა და ახლა ამ არაკაცური გზით ცდილობს ქულების დაწერას და რაც მთავარია შურისძიებას ძველ გუნდზე და იმ ადამიანზე, ვინც კაცად აქცია, ასე პატარა კაცები იქცევიან.
მინდა კარგად გაიგოს, არც ეს გამოუვა, “ქართული ოცნება” დღეს ისეთი შეკრული გუნდია, ძვრას ვერ უზამს. რაც შეეხება ივანიშვილს, იმას ხომ საერთოდ. ბიძინა მართალი კაცია, სიმართლით ცხოვრობს და როდის იყო მატყუარა, ფლიდ ადამიანებს მართალი კაცისთვის მოეგოს.
გააგრძელოს ტალახსა და ჭუჭყში გორაობა, იქ არის მისი მსგავსი ადამიანების ადგილი.
მან თვითონ დამარხა თავისი მომავალი.“
კომენტარები