მანანა კლდიაშვილი:
აღარ ვიცი საიდან დავიწყოო, წარმოუდგენელ გზას გავდივარ უკვე მე- 4 დღეა ონკოლოგიური პრეპარატის ( კსტანდი) აღებასთან დაკავშირებით, თქვენ რომ ჩემი ტელეფონი ნახოთ, დილის 10 საათიდან საღამოს 6-7 საათამდე გააფრეეენთ, ზარი საყოველთაოში თავის მოცდის რეჟიმით მინ 20 წუთიანი ,მერე გადამისამართება სხვა ოპერატორთან, თავის მოცდის მინ 25-35 წთ, პასუხი ბოდვა ამ დროს, გამაგიჟეეეეს!!!
მოკლედ, ამ კსტანდზე მომივიდა დაფინანსება და უნდა მიმართო ავერსო, ავერსი მეუბნება არ გვაქვს დეფიციტშიაო, შეგიძლიათ აფთიაქი გამოიცვალოს ამ დროს, ეს კსტანდი აქვს ფარმადეპოს, ფარმადეპოში ადრე მაქვს აღებული, ვურეკავ ფარმადეპოს ასევე მოლოდინის რეჟიმიიით , მეუბნება გვაქვს თამარ მეფის გამზირზე და ვყიდით როგორც ნაღდ ფულზე, ასევე საყოველთაო დაფინანსებიტაც გაიცემაო, ვრეკავ საყოველთაოში, შემიცვალეთ აფთიაქი და ავერსის ნაცვლად ფარმადეპო გამომიგზავნეთ თქო, იცით რაოოო, ჩვენ არ შეგვიძლია, რადგან ფარმადეპოს პორტალზე არ უჩანსო, და ავერსმა უნდა გააპასიუროსო, ვრეკავ ავერსში და აპასიურებს, ახლა ვრეკავ ფარმადეპოში,ფარმადეპო მეუბნება ჩვენგან არ გამოჩნდება ამას თვითონ ესენი ხედავენ, როგორც ავერსის შემთხვევაში ნახეს რომ არ აქვთო,
ეს გრძელდებაა დაუსრულებლად, როდესაც ეს წამალი არის სასიცოცხლოოოო და ლაპარაკია მე- 4 სტადიის ავადმყოფზე, ეს რა ხდებააა, როგორ მოვნიშნო მიხეილ სარჯველაძე, იცის რა ხდება ამ სფეროში??? სასწრაფოდ მინდა შევხვდეე რომ საქმის კურსში ჩავაყენო ამ ჯადოსნური წრის, თქვენ წარმოიდგინეთ მარტოხელა ადამიანი, რომელსაც არავინ ჰყავს და ისაა მხოლოდ თავის თავის პატრონი და ის რეკავს ასე დაუსრულებლად, ხო დაყრის ფარხმალს, ვინ მოვნიშნო აღარ ვიცი, გადამიყვანეს ჭკუიდაან!!!!!!!! წინა თვესაც ხო იგივე ხდებოდა და ერთმა ღვთისნიერმა ადამიანმა ერთი კოლოფი მაჩუქა ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იყო, ახლა რას ვაკეთებ, სანამ ის 4 კოლოფი არ ამოიწურება ფარმადეპოში და თან რომ მეუბნებიან დაჯავშნეთ და საყოველთაოს უთხარით აფთიაქი შეცვალონო და ესენი რომ ბოდვითი მპასუხობენ რას ვაკეთებ ამ დროს?????
კომენტარები