ბაჩალიაშვილის საქმის ადვოკატი, “პრაიმტაიმთან” სკანდალურ განცხადებას აკეთებს, იგი ამბობს, რომ მედიკამენტები, რომლებიც თავიდან გვითხრეს რომ ყველა თამარის მიერ არის აფთიაქში შეძენილი, ასე არ აღმოჩნდა:
სიახლე არის ის, რომ საბოლოოდ უარი გვითხრეს კომპიუტერის და ტელეფონის აშშ-ში, ექსპერტიზაზე გაგზავნის მოთხოვნაზე. დაგვპირდნენ, რომ „ეფბიაში“ გაგზავნიდნენ და იქ მოხდებოდა აღდგენა, მაგრამ ახლა უარი თქვეს. გვითხრეს, რომ საჭიროდ არ ვთვლით, რადგან ეს მასალა ჩვენი ძალებით აღვადგინეთო.
მეორე და ყველაზე საინტერესო სიახლე არის წამლებთან დაკავშირებით. მედიკამენტები, რომლებიც აღმოაჩინეს მანქანაში და თამარის ორგანიზმში და რომელზეც ამბობდნენ, რომ ამა და ამ კონკრეტულ აფთიაქებში შეიძინაო, გაირკვა, რომ ეს წამლები ამ აფთიაქებში საერთოდ არ არის ნაყიდი. ამას ამბობენ ჩვენებაში აფთიქის გამყიდველები და ამას მოწმობს ქვითრებიც.
როგორ აღმოჩნდა მის სხეულში და ჩანთაში ეს წამლები სხვა წამლებთან ერთად? ეს უნდა დაადგინოს გამოძიებამ.
გამოძიება მიგვითითებს ოთხ აფთიაქზე, სადაც თითქოს თავის მოსაკლავად თამარმა წამლები შეიძინა. არადა, ახლა მტკიცდება, რომ წამლები, რომელიც ლეტალური შედეგის მომტანი აღმოჩნდა, ამ აფთიაქებში საერთოდ არ არის შეძენილი.
ვინ და რა მიზნით შეიძინა ეს წამლები? როგორ აღმოჩნდა ბაჩალიაშვილთან? ეს არის სწორედ ახლა გამოსარკვევი. ქვითრებში არ ფიქსირდება ის მთავარი წამლები, რომელსაც ფატალური შედეგის მოტანა შეეძლო. ამგვარ წამლებს ასე მარტივად არ გასცემენ აფთიაქიდან. კი, რამდენიმე წამალი ემთხვევა აფთიაქში ნაყიდს, მაგრამ ის ძირითადი წამალი, რომელმაც ფატალური შედეგი გამოიწვია მის მიერ ნაყიდი არ არის.
ბაჩალიაშვილის ავდოკატი, ვიდეოებზეც საუბრობს, შეგახსენებთ, რამდენიმე ვიდეო ფაილი გვაჩვენეს ჟურნალისტებს და უმეტესობაში თამარი გეგმებს აწყობს:
ეს არის ფსიქოთერაპია. თავიდან მოსმენილი გაქვთ ეს ჩანაწერი?! იქ საუბარი იწყება საკუთარ თავთან – თამარ მოხვედი?! ეს არის ჩვეულებრივი ფსიქოლოგიური მომენტი. საკუთარ თავზე მუშაობს და განდევნა ხდება ყველაფრის. ეს არ არის საკმარისი მტკიცებულება, თორემ აქამდე დაასრულებდნენ გამოძიებას. ეს არის 6 თვის წინანდელი ჩანაწერები.
ადამიანს თუ ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა მაშინ ფსიქოლოგი გადაამისამართებდა ფსიქიატრთან. ფსიქოლოგის ჩვენება წაკითხული გაქვთ? მსგავსი საჭიროება არ დამდგარა.
ცხედარი იქ არ ყოფილა. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. ეს თვითმკვლელობა ვერ იქნებოდა, ათულობით აბს ვერ დალევდა ნახევარი ლიტრი წყალით და 15 წუთი ვერ გაძლებდა +40 გრადუსს სიცხეში, მანქანაში, სადაც ფანჯრებიც კი აწული იყო. სინამდვილეში ავტომობილი იქ საერთოდ არ იდგა… ნახირი გადაადგილდებოდა ჩვეულებრივ. იქ რომ 4 დღე ყოფილიყო მანქანა, აუცილებლად ნახავდნენ მწყებმსები, რომლებსაც შემდეგ ჩვენებები შეაცვლევინეს.
წყარო – პრაიმტაიმი
კომენტარები