ანი მიროტაძემ პარტია “ლელო საქართველოსთვის” დატოვა. პარტიის დატოვების მიზეზს იგი “ფორმულასთან” განმარტავს.
ანი მიროტაძე:
“ერთი მიზეზი იყო 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული საკითხი, რომელიც ჩემთვის წითელი ხაზია და ამ მასშტაბის დანაშაული ცოტა უფრო მეტ ყურადღებას საჭიროებს ოპოზიციის მხრიდან. ჩემი პოზიცია ცნობილი იყო, მქონდა ჩემი არგუმენტები, პირველ რიგში, ეს არის ადამიანური, მოქალაქეობრივი, ასევე, როგორც პოლიტიკოსის… მყარად მჯერა ახლაც, რომ 20 ივნისთან დაკავშირებით, თუნდაც ამ მასშტაბის შეთანხმებაში, ამ მძიმე დღეების გადაფურცვლა შეუძლებელი იქნებოდა. ამნისტიაში 20 ივნისის ჩატევა, ჩემთვის მიუღებელია”
კომენტარები