ჟურნალისტი და „მთავარი აქცენტების“ წამყვანი ეკა კვესიტაძე სოციალურ ქსელში წერს:
„ეს უბინძურესი ქოცები! ყველაფერს კადრულობენ და ყველა ზღვარი გადალახეს. ფეიკების გავრცელება მათგან უკვე აღარავის უკვირს, ცოტა ხნის წინ, აგვისტოს ომზე ჩემს ყალბ ციტატას დაათრევდნენ აქეთ-იქეთ, მაგრამ კიდევ სულ სხვა სიმდაბლეა, როცა შვილებს ეხებიან.
ეს “მზრუნველი” ქალი, ხატიას რომ უთანაგრძნობს, ალბათ, ფეიკის მსხვერპლი გახდა, მაგრამ სულელი და უპასუხისმგებლოა, რადგან არც გადაამოწმა და ვერც გაიაზრა რა საშინელებას წერდა.
ძალიან გამწარებული ვარ პერსონალურადაც – ჩემი ბავშობის მეგობრის შვილს ეხება მთელი ეს სიბინძურე. ამ სიმდაბლის წყაროა მოსაძებნი – თუ ვინმემ იცით, მომწერეთ. მაინც დაგიზუსტებთ, ბავშვი თბილისშია და რომ დავრეკე, ეძინა.“
კომენტარები