ანალიტიკოსი ნიკოლოზ მჭედლიშვილი ,,მაკდონალდსის” გარშემო ატეხილი სკანდალის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
“მაკდონალდსის” სკანდალთან დაკავშირებით მინდა დავწერო ორიოდე სიტყვა ყოველგვარი პოლიტიკისაგან დისტანცირებით და ამ საკითხის თემურ ჭყონიას ოპოზიციური შეხედულებებისაგან მაქსიმალურად დაშორებით.
ნებისმიერ გლობალურ კორპორაციას, მათ შორის, როგორიც არის “მაკდონალდსი”, აქვს გლობალური მარკეტინგული სტრატეგიები, რაც სავალდებულოა გლობალურად შესასრულებლად, თუმცა გლობალური სტრატეგიები ძალზედ ხშირად ადაპტირდება ხოლმე იმ ქვეყნების რეალიებთან, სადაც ეს კომპანიები ოპერირებენ.
ცნობილია, რომ “მაკდონადლსის” ბურგერი შეიძლება უფრო მეტ ან სულაც ნაკლებ მარილს ან სხვა ინგრადიენტს საქართველოში არსებული მომხამრებლის გემოვნების შესაბამისად ან, პირიქით, უფრო მეტი იყოს ესა თუ ის დანამატი. მარკეტინგული სტრატეგიების ადაპტირება ხდება კვლევების შესაბამისად, რომლებიც ამა თუ იმ ბაზარზე ტარდება.
მაგალითისათვის, ჩემი ჩინეთში 2017 წელს ცხოვრების დროს, სადაც ყველა ფეხის ნაბიჯზეა “მაკდონალდსის” რესტორნები, ვნახე, რომ ამ კორპორაციის პროდუქტი საერთოდ განსხვავებულია იმისაგან, რასაც ჩვენ, ევროპელები არ ამერიკელები ვჭამთ დედამიწის აქეთ მხარეს.
ჩინეთში არ შემხვედრია “ბიგ ტეისტის” ზომის ბურგერი, ყველაზე დიდი ზომის ბურგერი იყო “ბიგ ტეისტის” დაახლოებით ნახევარი გასაგები მიზეზების გამო. ჩინელები ყველაფერს ჯოხით ან კოვზით ჭამენ და დიდ ლუკმებს მიჩვეულები არ არიან, როგორც ჩვენ. გარდა ამისა ჩინეთის “მაკდონალდსებში” ვნახე, რომ იყიდებოდა ლაფშა, რაც ჩინური ნაციონალური საჭმელია, და გასაგებია, რომ ეს კეთდება მომხმარებლის მისაზიდად. ლაფშა არსად მინახავს სხვა ქვეყნებში “მაკდონადსის” რესტორნებში სტუმრობისას.
რაც შეეხება საქართველოში აგორებულ სკანდალს. ცხადია, რომ ეს არის “მაკდონალდსის” გლობალური სტრატეგიის ნაწილი, მაგრამ უდაოდ არის ადგილობრივი “მაკდონალდსის” მარკეტინგის დეპარტამენტის სრული ფიასკო. ესეთ კომპანიებში ადგილობრივი დეპარტამენტები აუცილებლად ეუბნებიან ცენტრალურ ოფისებს, რომ ამა თუ იმ რეკლამის გაშვება ან პიარული აქტივობა არ შეიძლება ადგილობრივი ტრადიციებიდან, ხალხის ჩვევებიდან გამომდინარე.
ამაზე მეტი რა უნდა დაემართოს კომპანიას, როცა არ ითვალისწინებს საქართველოში არსებულ კონსერვატიული შეხედულებების დომინირებას და ადგილობრივ წეს-ჩვეულებებს.
ეს უნდა გააკეთოს კომპანიამ, უპირველეს ყოვლისა, თავისი ეგოისტური ინტერესების დასაცავად.”
კომენტარები