მოდელი ნინო ორდენიძე სოციალური ქსელის მეშვეობით საზოგადოებას მარიამის დახმარებას თხოვს. 19 წლის მარიამ კალომლეწავს, რომელსაც თავის ტვინზე მე-4 სტადიის სიმსივნე აქვს, სასწრაფოდ სჭიდება 250 000 $
“მეგობრებო,ჩემო საყვარლებო,ძალიან მინდა გთხოვოთ რომ ვისაც რითი შეგვიძლია დავეხმაროთ მარიამს.
მარიამი 19 წლის არის, სექტემბერში მას დაუდგინდა თავის ტვინის სიმსივნე(გლიომა) მე-4 სტადია!უკვე ჩაუტარდა 9 ოპერაცია,ქიმიო და რადიო თერაპია.როცა უკვე ყველა იმედი ამოწურული იყო,გაჩნდა პატარა იმედის ნაპერწკალი,მაგრამ ამისთვის საჭიროა ძალიან დიდი თანხები ოჯახმა ყველაფერი გააკეთა რაც კი შეიძლებოდა,მაგრამ ამდენის საშუალება აღარ ააქვთ(((ძალიან,ძალიან მინდა გთხოვოთ ვისაც რამდენი შეგიძლიათ,აქ თითო ლარსაც კი დიდი მნიშვნელობა აქვს. დავეხმაროთ ჩემ მარიამს, ძალიან გთხოვთ” – წერს ორდენიძე.
წლების განმავლობაში მარიამი თავის ტკივილს უჩიოდა. ექიმების დასკვნით მას ჰქონდა შაკიკი, მაგრამ ტკივილების გამწვავების შემდეგ მეოთხე სტადიის გლიომა (თავის ტვინის სიმსივნე) დაუდგინდა.
27 აგვისტოდან მას საქართველოში 2 ოპერაცია გაუკეთდა. 12 სექტემბერს გადაიყვანეს აშშ-ში, სადაც 9 ოპერაცია, ქიმიო და რადიო თერაპიები ჩაუტარდა. ამ ეტაპზე საჭიროა მარიამის ფლორიდაში გადაყვანა, რათა მას იმუნო და პროტონული თერაპია (პროტონების სხივური თერაპია) ჩაუტარდეს.
გთხოვთ გავაზიაროთ ინფორმაცია, რომ ბევრმა კეთილმა ადამიანმა გაიგოს და თუნდაც 1 ლარით დაეხმაროს. ყოველი ლარი მნიშვნელოვანია მარიამის სიცოცხლისთვის, დრო ცოტა გვაქვს.
საქველმოქმედო ზარის განხორციელება შესაძლებელია საქართველოდან ჯეოსელის, მაგთის და ბილაინის აბონენტებისთვის. დარეკეთ 0 901 700 177 (ზარის ღირებულება 1 ლარი)
ასევე თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია საქართველოს ბანკის / Express Pay და თიბისი ბანკის / tbc pay სწრაფი გადახდის აპარატებიდან 24 საათის განმავლობაში, მთელი საქართველოს მასშტაბით. (მინიმალური შენატანი 1 ლარი) განყოფილება ქველმოქმედებაში მოძებნეთ ფონდი “სიკეთის კვალი”. დანიშნულებაში მიუთითეთ: 19 წლის მარიამისთვის.
ლიბერთი ბანკი
GE43LB0711170075564000
TBC bank
GE97TB7716645061600008
საქართველოს ბანკი
GE89BG0000000902975700
მიმღები : ივანე კალომლეწავი ( მამა)
კომენტარები